პრაქტიკული ლექცია ლიტვაში

პრაქტიკული ლექცია ლიტვაში

კაუნასში სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის პრეზიდენტის, მაქსიმ იავიჩის მიერ ჩატარდა მორიგი ლექცია კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით. ლექციას ესწრებოდნენ ვილნიუსის უნივერსიტეტის კაუნასის ფაკულტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის სტუდენტები. ლექციის თემა იყო სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის მიერ შემუშავებული კიბერ თავდასხმების სიმულატორი. საერთაშორისო სტუდენტები დიდი ინტერესით განიხილავდნენ იავიჩის მიერ მოყვანილ თავდასხმების ვარიაციებს და მაგალითებს.  ლექციის მსვლელობისას ასევე იყო განხილული აქტუალური მსოფლიო მასშტაბის მასობრივი თავდასხმები. გაკეთდა მათი ანალიზი და განხორციელების მიზეზები. 

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association