რეგისტრაცია ზამთრის ბანაკზე გახსნილია

რეგისტრაცია ზამთრის ბანაკზე გახსნილია

დაიწყო რეგისტრაცია ზამთრის კიბერ ბანაკზე!

კიბერ ბანაკი არის სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის პროექტი, რომლის პირველი ნაკადები წარმატებით გაიმართა ზაფხულში. აჟამად გთავაზობთ კიბერ უსაფრთხოების ბანაკის ზამთრის პროგრამას. 

ზამთრის კიბერ უსაფრთხოების ბანაკი ჩატარდება 5-დან 12 იანვრის ჩათვლით ბაკურიანში. 

ბანაკის ხანგრძლივობა შეადგენს 8 დღეს

დაისვენეთ და ისწავლეთ ჩვენს კიბერბანაკში ბაკურიანში!

ბანაკი არის ინგლისური და ქართულენოვანი

საუკეთესო მოსწავლეებს ექნებათ საშუალება გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება!

  • ისწავლე როგორ ხორციელდება კიბერ თავდასხმები
  • ისწავლე როგორ როგორ დაიზღვიო თავი კიბერ თავდასხმებისგან
  • ისწავლე პროგრამირება
  • მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ სტუდენტსა და სკოლის მოსწავლეს
  • დაისვენე და გაერთე სარგებლიანად
  • მიიღე სერტიფიკატი სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციისგან
  • მიიღე საჩუქრები პროექტის პარტნიორებისგან

რეგისტრაციისთვის და მეტი ინფორმაციის მისაღებათ, ეწვიეთ შემდეგ ბმულს: ზამთრის ბანაკი

იჩქარეთ, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია! 

წინასწარი რეგისტრაციის შემთხვევაში ისარგებლებთ სპეციალური ფასით!

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association