SCSA, აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტსა და ალადაშვილის კლინიკასთან ერთად იწყებს კლინიკის მართვის სისტემების ოპტიმიზაციის მათემატიკურ მოდელზე მუშაობას. თანამედროვე მედიცინაში, პროცესების სწორი და ოპტიმალური მართვისთვის კომპიუტერული სერვისების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უნდა ითვალისწინებდეს ძალიან ბევრ დაკავშირებულ მნიშვნელოვან ფაქტორს. ცხადია, რომ ფუნდამენტური ფაქტორი და მთავარი მიზანი არის ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ამასთან ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ეს მიზანი იყოს მიღწეული პაციენტების უსაფრთხოების დაცვით და კლინიკის ოპტიმალური ფინანსური საქმიანობით. ყოველივე ეს კლინიკის მართვის სისტემების მიმართ აძლიერებს მაქსიმალური სიზუსტის, სწორი ფუნქციონირების, პაციენტის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის სანდოობის და უსაფრთხოების შესახებ მოთხოვნებს.
პროექტის მიზანია კლინიკის მართვის ფუნდამენტური პრინციპების და მოდელების შესწავლა და ამ კუთხით ალადაშვილის კლინიკის მართვის საქმიანობის პრინციპების შეფასება; ასევე, სისტემის უსაფრთხოების ანალიზი და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ახალი პროგრამული უზრუნველყოფის მათემატიკური მოდელის შექმნა.
პროექტზე იმუშავებენ:
- ავთანდილ გაგნიძე – პროექტის საერთო ხელმძღვანელი, მკვლევარი
- მაქსიმ იავიჩი – მკვლევარი
- სერგო სიმონოვი – შეღწევადობის ტესტერი
- ლაშა შავრაძე – მკვლევარი
- ივა კერესელიძე – მკვლევარი
- თათა ფუხაშვილი -მკვლევარი