2024 წლის 10-17 ივლისს სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციამ ბაკურიანში ჩაატარა „ეთიკური ჰაკერის“ და „დიზაინის“ საზაფხულო ბანაკები. ბანაკების ფარგლებში სასწავლო კურსების გარდა გათვალისწინებული იყო თამაშები, გარე სივრცეში გასვლები და ა.შ.
მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები. ბანაკის ბოლო დღეს ჩატარდა ჰაკათონი, რომელში გამარჯვებულებსაც პარტნიორებისგან გადაეცათ საჩუქრები და ვაუჩერები.
ჰაკათონის გამარჯვებულები არიან:
- მაქსიმილიან სიტორინი – პირველი ადგილი
- ალექსანდრე წიკლაური – მეორე ადგილი
- სანდრო თოდუა და გოგი ჩახავა – მესამე ადგილი
სპეციალური ჯილდოები ასევე გადაეცათ გაბრიელ სარდაროვს, როგორც ყველაზე აქტიურ მონაწილეს და გეგა ადეიშვილს, როგორც ყველაზე კრეატიულს.
ბანაკის პარტნიორები არიან: Integra, ERC Distribution Georgia და Fortinet.
ეთიკური ჰაკერის და დიზაინის ბანაკების მეორე ნაკადი დაგეგმილი არის 20 აგვისტოს. დეტალები შეგიძლიათ, იხილოთ ბმულებზე:
ბანაკი „ეთიკური ჰაკერი“: https://scsa.ge/ka/international-cyber-camp/
ციფრული დიზაინის ბანაკი: https://scsa.ge/ka/cipruli-dizainis-banaki/