სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია-სემინარი კიბერ უსაფრთხოებაში

სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია-სემინარი კიბერ უსაფრთხოებაში

16 დეკემებერს საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში, თბილისში გაიმართება სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია-სემინარი კიბერ უსაფრთხოებაში. ღონისძიების მთავარ საკითხს წარმოადგენს კიბერ უსაფრთხოება. დამსწრე საზოგადოებაში იქნება გაზიარებული “პოსტ-კვანტური კრიპტოგრაფიის” პროექტის შედეგები. ასევე იქნება წარმოდგენილი სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის (SCSA) აქტივობები და მთავარი მიზნები. კონფერენციაზე იქნება განხილული კიბერ უსაფრთხოების მთავარი საკითხები და პრობლემები. 
 
კონფერენციაზე გამოსვლას გააკეთებენ:
 

მაქსიმ იავიჩი, დამფუძნებელი და პრეზიდენტი, SCSA;

გიორგი იაშვილი, პროექტების მენეჯერი, SCSA;

ანდრო გოცირიძე, კიბერ უსაფრთხოების ექსპერტი, თავდაცვის სამინისტროს კიბერ უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელი (2014-2017 წლებში);

ვლადიმერ სვანაძე, “ინტერნეტის განვითარების ინიციატივის” (IDI) ხელმძღვანელი;

ზაზა მეთაფლიშვილი, კომპანია “Integra”;

არტიომ მიხაილოვი, რეგიონალური მენეჯერი, ISSP;

გაითვალისწინეთ, რომ ღონისძიებაზე დასწრება ხდება მხოლოდ მოსაწვევით

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association