სისტემური ადმინისტრირების საფუძვლები დამწყებთათვის

შეხვედრების რაოდენობა: 10 შეხვედრა (საერთო ხანგრძლივობა: 20 საათი)

შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი

მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა: 15 მსმენელი

სასწავლო კურსის ლექტორი:

შალვა სიმონიშვილი – ინფორმაციული უსაფრთხოების უფროსი ოფიცერი, IT/კიბერუსაფრთხოების ექსპერტი, OSCP სერტიფიცირებული სპეციალისტი.

სასწავლო კურსის ანოტაცია:

კურსი განკუთვნილია დამწყები სისტემური ადმინისტრატორებისთვის, რომლებიც სურთ სისტემების, ქსელისა და უსაფრთხოების საფუძვლების შესწავლა. კურსი მოიცავს როგორც Windows, ასევე Linux გარემოებთან მუშაობას, ასევე ქსელის, ვირტუალიზაციის, სისტემის მონიტორინგის, და უსაფრთხოების ძირითად კონცეფციებს.

კურსის თემატიკა მოიცავს:

  • ოპერაციული სისტემების მიმოხილვა: Windows და Linux.
  • Command Line გამოყენება (Bash და PowerShell).
  • ქსელის მართვა და უსაფრთხოება.
  • სისტემის მონიტორინგი და ლოგირება.
  • ავტომატიზაცია და სკრიპტირება.

კურსის წინაპირობა:

კურსზე დაშვებისათვის მსმენელს არ სჭირდება წინასწარი ცოდნა სისტემური ადმინისტრირების შესახებ, თუმცა კომპიუტერის საფუძვლების ცოდნა სასურველია.

კურსის წარმატებით დასრულებისას თქვენ შეძლებთ:

  • ოპერაციული სისტემების (Linux და Windows) საფუძვლების გაგებას და მართვას.
  • მომხმარებლების და ჯგუფების შექმნას, მათ უფლებების მართვას და უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
  • ქსელის ადმინისტრირებას: ქსელური ინსტრუმენტების და მომსახურების კონფიგურაცია.
  • სისტემების მონიტორინგი, პრობლემების დიაგნოსტიკა და ლოგირება.
  • ვირტუალიზაციის გამოყენებას და სისტემის ავტომატიზაციის უნარების განვითარებას.
  • სარეზერვო ასლების შექმნასა და ავარიული აღდგენის დაგეგმვას.

ჩატარების ტიპი: online

მეცადინეობა დაიწყება 22.01.2025 და ჩატარდება ყოველ ორშაბათს და ოთხშაბათს 19:00 – 21:00 საათამდე.

კურსის საფასური: 300 ლარი 

სტანდარტული საფასური SCSA წევრებისთვის: 250 ლარი – გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ

 

რეგისტრაცია

რეგისტრაციისთვის შეავსეთ ფორმა

1. სისტემური ადმინისტრირების შესავალი: სისტემური ადმინისტრატორის როლების, მოვალეობებისა და ოპერაციული სისტემების საფუძვლების მიმოხილვა.

2. მუშაობა Linux სისტემებთან: Linux-ის ინსტალაცია, მომხმარებლების მართვა და ფაილების ნებართვები.

3. Windows სისტემური ადმინისტრირება: Windows-ის გარემოს გაცნობა, მომხმარებლების მართვა და PowerShell-ის საფუძვლები.

4. ფაილური სისტემები და მეხსიერების მართვა: ფაილური სისტემების, დისკების მართვისა და მეხსიერების კონფიგურაციის სწავლება.

5. ქსელური საფუძვლები სისტემური ადმინისტრირებისათვის: ქსელური ინსტრუმენტები, IP კონფიგურაცია და დისტანციური მართვა.

6. სისტემის მონიტორინგი და წარმადობა: მონიტორინგის და პრობლემების აღმოფხვრის ინსტრუმენტები და მეთოდები.

7. პროგრამული უზრუნველყოფის მართვა და ინსტალაცია: პროგრამების ინსტალაცია, განახლება და წაშლა Linux და Windows სისტემებში.

8. ავტომატიზაცია და სკრიპტინგი: ავტომატიზაციის დავალებების შესრულება Bash სკრიპტინგით Linux-ში და PowerShell-ით Windows-ში.

9. სისტემური უსაფრთხოების საფუძვლები: მომხმარებლის მართვა, firewall-ის კონფიგურაცია, სისტემური განახლებები და უსაფრთხოების საუკეთესო პრაქტიკები.

10. სარეზერვო კოპირება და კატასტროფების აღდგენა: სარეზერვო კოპირების სტრატეგიები, ინსტრუმენტები, კატასტროფების აღდგენის დაგეგმვა და პრაქტიკული სარეზერვო კონფიგურაცია.

 

პასუხები მნიშვნელოვან კითხვებზე:

  • არის თუ არა კურსი შესაფერისი დამწყებთათვის?

დიახ, შესაფერისია. კურსის წარმატებით ასათვისებლად სასურველია რომ გქონდეთ კომპიუტერული საფუძვლების ცოდნა. 

  • არის თუ არა კურსი შესაფერისი პროფესიონალებისთვის/დამწყები სპეციალისტებისთვის? 

კურსი საინტერესო იქნება სპეციალისტებისთვის, მაგრამ ვურჩევდით, ჯერ კურსის პროგრამას გაეცნონ.

  • ვსწავლობდი ვებ პროგრამირებას/პროგრამირებას/ქსელებს, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული ჩემს ცოდნაში. იქნება თუ არა ეს კურსი ჩემთვის სასარგებლო?

გირჩევთ გადაამოწმოთ პროგრამა – თუ თემების უმეტესობა თქვენთვის ნაცნობია, მაშინ საკმარისად კარგად აითვისებთ მასალებს, თუ არა – გირჩევთ, გაიაროთ კურსი ჩვენთან. ასევე, ჩვენს მასწავლებლებს ყოველთვის შეუძლიათ გაგიწიონ სატელეფონო კონსულტაცია და დაგეხმარონ თქვენთვის საუკეთესო, თქვენზე მორგებული ტრენინგის შერჩევაში.

  • რა მოხდება რეგისტრაციის გავლის შემდეგ?

დღის განმავლობაში თქვენ მიიღებთ წერილს ელ. ფოსტაზე, რომელიც მიუთითეთ სარეგისტრაციო ფორმაში. სადაც გამოგეგზავნებათ რეკვიზიტები. გადახდის შემდეგ თქვენ დაემატებით მონაწილეთა სიას. ამის შემდეგ უნდა დაელოდოთ კურსის დაწყების თარიღს და შეუერთდეთ თქვენს ჯგუფს.

  • როგორ უნდა გადავიხადო კურსის საფასური?

რეგისტრაციის შემდეგ,  სამუშაო დღის განმავლობაში  მიიღებთ წერილს ელ. ფოსტაზე, რომელიც მიუთითეთ სარეგისტრაციო ფორმაში, სადაც გამოგეგზავნებათ რეკვიზიტები. ასევე, მენეჯერს შეუძლია დაგიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე/მეილზე დეტალების დასაზუსტებლად.

  • შემიძლია თუ არა კურსის საფასურის გადახდა ინვოისით?

რა თქმა უნდა! ჩვენ ხშირად ვთანამშრომლობთ კომპანიებთან, რომლებიც აგზავნიან თავიანთ თანამშრომლებს ჩვენთან სასწავლებლად. თქვენ უბრალოდ უნდა აცნობოთ ჩვენს ფინანსურ მენეჯერს, რომ გსურთ ინვოისის მიღება.

  • როგორია კურსის ფორმატი?

კურსი ჩატარდება დისტანციურად: ლაივ რეჟიმში გაკვეთილები ჩატარდება ლექტორის თანხლებით. ყოველთვის გექნებათ შესაძლებლობა დაუსვათ შეკითხვა უშუალოდ ლექტორს.

  • როდის იწყება ლექციები? / როდის მექნება წვდომა კურსის ჯგუფზე?

თუ თქვენ ჩაერთვებით ონლაინ, ტრენინგის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ჩვენი მენეჯერი ელ.ფოსტაზე გამოგიგზავნით ტრენინგზე დასასწრებ/შემოსასვლელ ბმულს.   

  • კურსის განმავლობაში დამჭირდება თუ არა ლეპტოპი/კომპიუტერი და როგორ?

თუ აუდიტორიაში ესწრებით ლექციას მაშინ კურსისთვის საჭირო კომპიუტერი/ლეპტოპი დაგხვდებათ საკლასო ოთახში. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ აუდიტორიაშიც წამოიღოთ თქვენი პირადი ლეპტოპი.

თუ თქვენ აირჩევთ ტრენინგის ონლაინ სწავლების მეთოდს, მაშინ დაგჭირდებათ სტანდარტული ლეპტოპი/კომპიუტერი.

  • იქნება თუ არა კურსზე საშინაო დავალება?

დიახ, კურსის წარმატებით გავლა დამოკიდებულია საშინაო დავალების შესრულებაზე. ჩვენი პედაგოგები გირჩევენ შეასრულოთ ყველა საშინაო დავალება.

  • გაკეთდება თუ არა გაკვეთილების ჩანაწერი?

დიახ, ჩანაწერი კეთდება და ხელმისაწვდომია მსმენელებისათვის კურსის განმავლობაში. თუმცა, დასწრება მნიშვნელოვანია კურსის წარმატებით გასავლელად.

  • კურსის დასრულების შემდგომ მივიღებ თუ არა სერთიფიკატს?

კურსის წარმატებით გავლის შემდგომ, მსმენელები მიიღებენ სერთიფიკატს. სერთიფიკატის მიღებისათვის აუცილებელია ფინალური გამოცდის ან/და პროექტის შესრულება. შესასრულებელი სამუშაოს საბოლოო ვადა განისაზღვრება ლექტორის მიერ.

  • გასცემთ თუ არა კურსის დასრულების შემდგომ დასაქმების გარანტიას?

ჩვენ კურსდამთავრებულებს მაქსიმალურად ვეხმარებით დასაქმების პროცესში. კურსის წარმატებით გავლის შემდგომ, ჩვენთან ან ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში გაწვდით ინფორმაციას, ასევე გაგიწევთ რეკომენდაციას. თუმცა, არსებული გარემოს გათვალისწინებით ვერ მოგცემთ ჩვენი მხრიდან თქვენი დასაქმების აბსოლუტურ გარანტიას.

  • ვის მივმართოთ თუ რაღაც არ იხსნება, არ იტვირთება ან არ მუშაობს?

ყოველთვის შეგიძლიათ დახმარებისთვის მიმართოთ თქვენს ლექტორს. ასევე, ნებისმიერი საორგანიზაციო კითხვისთვის დაგვიკავშირდით (+995) 571 381 166 / (+995) 595 511 355.

სხვა კურსები

სისტემის უსაფრთხოების აუდიტი

თქვენი IT სისტემების მთლიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაცია (SCSA) გთავაზობთ სისტემის უსაფრთხოების აუდიტს, რათა უზრუნველყოს თქვენი სისტემის ყოვლისმომცველი შეფასება. შეღწევადობის ტესტისგან განსხვავებით, რომელიც ფოკუსირებულია დაუცველობის გამოყენებაზე, უსაფრთხოების აუდიტი უფრო ფართო მიდგომას წარმოადგენს.

SCSA-ს უსაფრთხოების პროფესიონალები ზედმიწევნით შეისწავლიან თქვენს სისტემებს, პოლიტიკებს და პროცედურებს. ისინი განიხილავენ წვდომის კონტროლს, მონაცემთა უსაფრთხოების პრაქტიკას, ქსელის კონფიგურაციას და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკის დაცვას. ეს სიღრმისეული ანალიზი გვეხმარება სისუსტეების და სფეროების, იდენტიფიცირებაში, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ თავდამსხმელებმა და სადაც შესაბამისობის რეგულაციები შესაძლოა სრულად არ იყოს დაცული.

აუდიტის შემდეგ, SCSA წარუდგენს დეტალურ ანგარიშს, სადაც აღწერილი იქნება უსაფრთხოების ხარვეზები, პოტენციური რისკები და რეკომენდებული გაუმჯობესებები. ეს საშუალებას გაძლევთ პრიორიტეტულად დაგეგმოთ მოქმედებები თქვენი სისტემების გასაძლიერებლად და შექმნათ უფრო ძლიერი უსაფრთხოების სისტემა. აუდიტის დროს გამოვლენილი დაუცველობის და ნაკლოვანებების პროაქტიული მოგვარებით, თქვენ შეგიძლიათ მნიშვნელოვნად შეამციროთ მონაცემთა დარღვევისა და კიბერშეტევების რისკი.

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association