საზაფხულო კიბერ ბანაკი წარმატებით დასრულდა

საზაფხულო კიბერ ბანაკი წარმატებით დასრულდა

მოსწავლეების მეორე ჯგუფმა წარმატებით დაასრულა პირველი ქართული კიბერ უსაფრთხოების ბანაკი. ბანაკი იყო ჩატარებული ბაკურიანში. პროგრამა მიმდინარეობდა 8 დღის მანძილზე. ამ პერიოდის განმავლობაში, ბანაკის მონაწილეებმა გაიარეს კიბერ უსაფრთხოების და პროგრამირების ინტენსიური კურსი. სასწავლო მოდული მოიცავდა კიბერ უსაფრთხოების ძირითად მიმართულებებს, პროგრამირების გაკვეთილებს და დამატებით საგნებს. სასწავლო პროცესი სრულიად იყო აგებული პრაქტიკულ სამუშაოზე და მონაწილეები იყვნენ ჩართულები კიბერ უსაფრთხოების სხვადასხვა აქტივობებში დიდი სიამოვნებით და ინტერესით.

კიბერ ბანაკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა იყო შეჯიბრი. თითოეული მონაწილე გუნდმა წარადგინა თავიანთი საბოლოო პროექტი და შეჯიბრის ფარგლებში უპასუხა 100 კითხვას. ძირითადი სასწავლო მოდულის გარდა, პროგრამა მოიცავდა სხვადასხვა აქტივობას. ვატარებდით შეჯიბრებს CF-ში და წყალბურთში. 

ქართულმა კიბერ მედია რესურსმა “კიბერ კვირა”-მ გამოაქვეყნა სტატია კიბერ ბანაკის მეორე ჯგუფის შესახებ: http://cyber.kvira.ge/29202/
არის დაგეგმილი ბანაკის განმეორება და მისი შემდეგი ნაკადის ჩატარება ზამთარში. 

ISSP Georgia და Integra-მ დაასპონსორეს შეჯიბრი და მხარს უჭერდნენ მთლიან პროექტს.  
მეტი დეტალი: https://scsa.ge/cyber-camp

მეორე ნაკადის ვიდეო:

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association