+995 595 51 13 55 / +995 591 05 09 89

Front-end დეველოპერი

შეხვედრების რაოდენობა: 10 შეხვედრა (20 გაკვეთილი)

შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი

მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა: 15 მსმენელი

სასწავლო კურსის ლექტორები: 

გიორგი იაშვილი – კიბერ უსაფრთხოების ექსპერტი; სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის (SCSA) გუნდის ლიდერი; კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი;

დავით ბოჭორიშვილი – სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის (SCSA) ლექტორი და front-end დეველოპერი.

სასწავლო კურსის ანოტაცია: 

დღეისთვის ადამიანების უმეტესობა სხვადასხვა ინფორმაციის მისაღებად იყენებს ვებსაიტებს. ვებსაიტი კი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი თქვენი ბიზნესის განსავითარებლად. Front-end პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია.  Front-end-ზე მიღებული უნარ – ჩვევების საშუალებით შესაძლებელია მუშაობა ტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროში. ეს ნიშნავს, რომ front-end დეველოპერს ყოველთვის ექნება ურთიერთქმედების ახალი საშუალებები და მიიღებს ახალ უნარ-ჩვევებს. ეს ის სფეროა, რომელიც პრაქტიკული სწავლების  მრავალ შესაძლებლობას იძლევა.

რას ისწავლით ამ კურსის ფარგლებში?

ნებისმიერი სერიოზული პროფესია იწყება მყარი საფუძვლებით. ეს კურსი განკუთვნილია მათთვის ვისაც აინტერესებს და სსურს საკუთარი ძალებით შექმას თანამედროვე ვებ საიტები HTML5, CSS3 და JavaScript ტექნოლოგიების გამოყენებით.

გარდა თეორიისა კურსის მონაწილეებს ელოდება მრავალი პრატიკული დავალებები, რომლებიც კურსის მონაწილეებს დაეხმარება მიღებული ცოდნა განამტკიცონ და გამოიმუშაონ Front-end დეველოპერისთვის საჭირო უნარ-ჩვევები. კურსის წარმატებით დამთავრების შემდეგ მონაწილეებს ეცოდინებათ HTML5, CSS3 და JavaScript დაპროგრამების ენის  საკვანძო კონსტრუქციები.

რას შეძლებთ კურსის დასრულების შემდეგ?

კურსის დამთავრებისთანავე შეძლებთ იმის დადგენას თუ როგორ მუშაობენ საიტები,  კონკრეტულად HTML5 საშუალებით შეძლებთ საიტის სტრუქტურის აგებასა და გამართვას. CSS3 საშუალებით მოახდენთ საიტზე  ფერების,  ტექსტების, პოზიციონირების განსაზღვრას და სხვა ვიზუალური ასპექტების რეალიზაციას.  CSS3 ანიმაციების საშუალებით შეძლებთ საიტის სტილიზაციას. ამასთან ერთად კურსის დამთავრების შემდეგ შეძლებთ ეკრანის სხვადასხვა ზომაზე მორგებულ  ვებ გვერდების შექმნას. კურსის ფარგლებში ასევე შეისწავლით მნიშვნელოვან დაპროგრამების ენის JavaScript-ის საფუძვლებს, რომლის საშუალებითაც, საიტი შეიძენს ფუნქციონალს და ინტერაქტიულობას.

კურსის განრიგი:

მეცადინეობა დაიწყება 25.10.2021 და ჩატარდება ყოველ ორშაბათს და ოთხშაბათს 19:00 – 21:00 საათამდე.

კურსის საფასური: 150 ლარი

საფასური SCSA წევრებისთვის: 100 ლარი – გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ

კურსი ჩატარდება დისტანციურად! 

სხვა კურსები

Back to top

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association