“კომპიუტერული მეცნიერების და კიბერ უსაფრთხოების საბავშვო უნივერსიტეტის” პროექტის პრეზენტაცია პირველ არხზე

2019 წლის 25 დეკემბერს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა (პირველი არხი) უმასპინძლა სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის SCSA პრეზიდენტს, კიბერ უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელს კავკასიის უნივერსიტეტში, პროფესორ მაქსიმ იავიჩს და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორს პროფესორ ზვიად გაბისონიას. 

პროფესორებმა უპასუხეს “კომპიუტერული მეცნიერების და კიბერუსაფრთხოების საბავშვო უნივერსიტეტის” პროექტთან დაკავშირებულ კითხვებს. პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ და ჩატარდება კავკასიის უნივერსიტეტში. პროექტი შესრულდება კავკასიის უნივერსიტეტის და სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის მიერ. 

პროექტის ხელმძღვანელი არის პროფესორ მაქსიმ იავიჩი; პროექტის კოორდინატორი არის კიბერ უსაფრთხოების ექსპერტი გიორგი იაშვილი; 

https://www.facebook.com/cyberassociation/videos/1196554670550537/

Subscribe to Your Cyber News

Subscribe to Your Cyber News

Toggle Dark Mode
ka_GEGeorgian