კორპორატიული ტრენინგი შესავალი პრაქტიკულ კიბერ უსაფრთხოებაში

13 ნოემბერს სასტუმრო Holiday Inn-ში ჩატარდა სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის და გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) საერთო ტრენინგი “შესავალი პრაქტიკულ კიბერ უსაფრთხოებაში”.

ღონისძიებას ესწრებოდნენ წამყვანი ორგანიზაციების IT წარმომადგენლები.

ტრენინგის ფარგლებში იყო განხილული როგორც პრაქტიკული უსაფრთხოების ძირითადი ასპექტები, ასევე კიბერ უსაფრთხოების მთავარი მიმართულებები, ისეთები, როგორიცაა კრიპტოგრაფია, გამოყენებითი უსაფრთხოება, ქსელური უსაფრთხოება, პროგრამული უზრუნველყოფის უსაფრთხოება და აპარატული უზრუნველყოფის უსაფრთხოება.

ტრენინგის ყველა მონაწილეს გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატი.

Subscribe to Your Cyber News

Subscribe to Your Cyber News

Toggle Dark Mode
ka_GEGeorgian