დავით ტალიაშვილი

მე, დავით ტალიაშვილი, დავიბადე 1977 წლის 14 დეკემბერს ქალაქ თბილისში.
1998 წელს დავამთავრე ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახ. უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, სპეციალობით კომპიუტერული ფიზიკა.
1999-2004 წლებში ვმუშაობდი საქართველოს პარლამენტში, ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილებაში, სისტემურ ადმინისტრატორად.
2004-2010 წლებში ვმუშაობდი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომპიუტერულ და საინფორმაციო უსაფრთხოების სამმართველოს უფროსად.
2011 წელს დავამთავრე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურა
2010-2016 წლებში ვმუშაობდი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილებაში ჯგუფის ლიდერად, ქსელების ინჟინრად.
2016 წლიდან ვარ კომპანია GPD Host (აშშ, ნიუ იორკი) -ის მთავარი ქსელების და სისტემური ინჟინერი.
2013 წლიდან ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association