შეხვედრების რაოდენობა: 10 შეხვედრა (20 საათი)
შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი
მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა: 15 მსმენელი
სასწავლო კურსის ლექტორი:
არჩილ შენგელია – Cisco ქსელური აკადემიის ინსტრუქტორი, SCSA-ლექტორი, კიბერ უსაფრთხოებაში Fortinet-ის სერტიფიცირებული წევრი.
კურსის ანოტაცია:
კურსის ფარგლებში შეისწავლით ღრუბლოვანი სისტემების (cloud) საფუძვლებს, Windows-ის Azure-ს სერვისებს, მის მენეჯმენტსა და მართვის ინსტრუმენტებს.
კურსი განკუთვნილია IT სპეციალისტებისთვის, რომლებიც იწყებენ Microsoft Azure-თან მუშობას. კურსის ფარგლებში ისწავლით სისტემასთან მუშაობას და მიიღებთ პრაქტიკულ გამოცდილებას.
კურსის ფარგლებში ძირითადად გამოიყენება Azure-ს პორტალი და ბრძანებათა ველი, რათა მსმენელებმა შეძლონ რესურსები შექმნა, მოდიფიცირება და ა.შ. კურსი მსმენელებს აძლევს Azure-თან დაკავშირებულ პოზიციებზე დასაქმების და ცოდნის შემდგომი გაღრმავების საშუალებას.
კურსის წარმატებით დასრულებისას თქვენ შეძლებთ:
- Azure-ს არქიტექტურული კომპონენტების და სერვისების აღწერას, როგორებიცაა ქსელები, მეხსიერება და მართვა
- ასევე შეძლებთ Azure-ს მახასიათებლების კონფიგურაციას და უსაფრთხოების, მართვის და ადმინისტრირების სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებას
- მიიღებთ ინფორმაციული ტექნოლოგიებში ინფრასტრუქტურის, მონაცემთა ბაზების მენეჯმენტისა და პროგრამული განვითარების მიმართულებით გამოცდილებას.
კურსის წარმატებით გავლის შემდგომ, SCSA-ს მიერ გაცემულ სერთიფიკატთან ერთად მიიღებთ Microsoft-ის მიერ გაცემულ სერთიფიკატს.
კურსის წინაპირობა: კურსზე დაშვებისთვის მსმენელს უნდა ჰქონდეს სერვერების ადმინისტრირების ან ქსელების საფუძვლების კურსი გავლილი, ან შესაბამისი ცოდნა.
ჩატარების ტიპი: online/offline
მეცადინეობა დაიწყება 27.03.2026 და ჩატარდება ყოველ ოთხშაბათს (online/offline) და პარასკევს (მხოლოდ online) 21:00 – 23:00 საათამდე.
კურსის საფასური:
- წინასწარი რეგისტრაციის ფასი: 300 ლარი (გადახდა 20.03.2026-ის ჩათვლით)
წინასწარი რეგისტრაციის საფასური SCSA წევრებისთვის: 250 ლარი – გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ
- სტანდარტული ფასი: 350 ლარი (გადახდა 20.03.2026-ის მერე)
საფასური SCSA წევრებისთვის: 300 ლარი – გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ



