შეხვედრების რაოდენობა: 10 შეხვედრა (20 გაკვეთილი)
შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი
მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა: 15 მსმენელი
სასწავლო კურსის ლექტორი:
არჩილ შენგელია, კომპანია Cisco ქსელური აკადემიის ინსტრუქტორი სხვადასხვა მიმართულებებზე, კავკასიის უნივერსიტეტში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
Cisco ქსელური აკადემიის კურსი Networking Essentials 2.0 უზრუნველყოფს მსმენელებისათვის კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების შესახებ საბაზისო/ფუნდამენტური მონაცემების მიწოდებას. კურსი გათვალისწინებულია ნებისმიერი მსმენელისათვის, ვინც დაინტერესებულია ინფორმაციული ტექნოლოგიებითა და კომპიუტერული ქსელებით. კურსში ძირითადი აქცენტი კეთდება მცირე და საშუალო ზომის კომპიუტერული ქსელების აგებასა და მართვა/მომსახურეობაზე.
კურსის დასრულების შემდგომ გაიცემა კომპანია Cisco-ს ქსელური აკადემიის ოფიციალური სერტიფიკატი და გენერირდება ე.წ. ციფრული ბეიჯი (Digital Badge).
Networking Essential 2.0 კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს შეეძლებათ შემდეგი ამოცანების შესრულება:
- ქსელური კომუნიკაციის კონცეფციის ახსნა;
- ონლაინ სივრცეზე წვდომის ძირითადი მოთხოვნებისა და პარამეტრების ახსნა;
- სიმულირებული ქსელის შექმნა Cisco Packet Tracer-ის ქსელური სიმულატორის გამოყენებით;
- მარტივი, სახლის ქსელის შექმნა, კონფიგურირება და მართვა;
- საშუალო დონის ქსელის ინსტალაცია, კონფიგურირება და მართვა;
- IPv4 და IPV6 პროტოკოლებისა და მისამართების დანიშნულების ახსნა და მათი პრაქტიკული გამოყენება;
- DHCP პროტოკოლის კონფიგურირება ქსელში ჰოსტებისათვის IP მისამართების დინამიურად დარიგებისათვის;
- ინტეგრირებული სერვისების მქონე უკაბელო როუტერისა და უკაბელო კლიენტის კონფიგურირება ინტერნეტთან უსაფრთხოდ დასაკავშირებლად;
- შეეძლება გამოიყენოს უსაფრთხოების საუკეთესო პრაქტიკა ქსელზე თავდასხმების შესამცირებლად;
- შეეძლება ქსელის ძირითადი უსაფრთხოების კონფიგურაცია;
- შეეძლება კონსოლური და დისტანციური კავშირის დამყარება Cisco მოწყობილობებთან;
- სტატიკური და დინამიური მარშრუტიზაციის აწყობა და კონფიგურირება;
- კომპიუტერულ ქსელში მარტივი გაუმართაობების აღმოჩენა და გამოსწორება.
ჩატარების ტიპი: online
კურსის საფასური: 300 ლარი
საფასური SCSA წევრებისთვის: 250 ლარი – გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ



