საკადრო ცვლილება: გიორგი ახალაია SCSA-ს ოპერაციული დირექტორის პოზიციაზე შეუერთდა

სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის (SCSA) ოპერაციული დირექტორის პოზიციას გიორგი ახალაია დაიკავებს. 

გამოცდილება საჯარო და კერძო სექტორში

გიორგი ახალაიას აქვს საჯარო და კერძო სექტორში ტექნოლოგიური და უსაფრთხოების პროექტების მართვის მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება. სტრატეგიული მენეჯმენტისა და ტექნიკური ცოდნის კომბინაცია საშუალებას მისცემს ასოციაციას, კიდევ უფრო დახვეწოს საოპერაციო პროცესები და გააფართოოს მიმდინარე ინიციატივები.

აკადემიური და პრაქტიკული საქმიანობა

ადმინისტრაციულ საქმიანობასთან ერთად, გიორგი გახლავთ კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. იგი აქტიურადაა ჩართული აკადემიურ და პრაქტიკულ პროცესებში – გეგმავს და ხელმძღვანელობს მასშტაბურ სამეცნიერო–პრაქტიკულ ღონისძიებებს, ვორქშოფებსა და კონფერენციებს როგორც უნივერსიტეტის, ისე SCSA-ს ბაზაზე.

SCSA-ს ოპერაციული განვითარება

ოპერაციული დირექტორის ამპლუაში გიორგი წარმართავს ასოციაციის ყოველდღიურ საქმიანობას, უზრუნველყოფს კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების ეფექტურ განხორციელებას და ხელს შეუწყობს ადგილობრივ თუ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას.

Subscribe to Your Cyber News

Subscribe to Your Cyber News

Toggle Dark Mode
ka_GEGeorgian