შეხვედრების რაოდენობა: 10 შეხვედრა (20 საათი)
მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა: 15 მსმენელი
სასწავლო კურსის ლექტორი:
ირაკლი გუგუნაშვილი – გარემოს დაცვის სამინისტროს პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი, სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის Python დეველოპერი, კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი.
სასწავლო კურსის ანოტაცია:
სისტემების მართვა, განსაკუთრებით კი სისტემური პროცესების ავტომატიზაცია მკვეთრად ზრდის დევოპს, ისევე როგორც სისტემური ადმინისტრატორების ეფექტურობა. ეს კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს დაეუფლოს ოპერაციული სისტემების მართვას, პროცესების ავტომატიზაციასა და სისტემურ სკრიპტინგს. პროგრამა მოიცავს გზას Linux-ის საბაზისო ბრძანებებიდან — Python-ის მოწინავე ბიბლიოთეკების გამოყენებამდე, რაც მსმენელს მისცემს უნარს, ეფექტურად მართოს სერვერები, შექმნას ავტომატიზებული სკრიპტები, მართოს კონტეინერები და მოახდინოს რესურსების ოპტიმიზაცია.
ვისთვის არის განკუთვნილი კურსი?
- დამწყები DevOps ინჟინრებისა და სისტემური ადმინისტრატორებისთვის, რომლებსაც სურთ პროცესების ავტომატიზაცია.
- Python დეველოპერებისთვის, რომელთაც სურთ საკუთარი კოდის ოპერაციულ სისტემასთან და სერვერებთან ინტეგრაცია.
- კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებისა და აუდიტორებისთვის, ვისაც სჭირდებათ ოპერაციული სისტემის შიდა მექანიზმების გაგება და ლოგების ავტომატური დამუშავება
კურსის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ:
- დამოუკიდებლად გამართოთ, მართოთ და დაიცვათ Linux გარემო.
- დაწეროთ კომპლექსური Bash და Python სკრიპტები რუტინული ამოცანების ავტომატიზაციისთვის.
- მართოთ სისტემური სერვისები, პაკეტები, კონტეინერები და დაგეგმოთ დავალებები
cron-ით. - მართოთ OS-ის პროცესები და შექმნათ მაღალი წარმადობის, მრავალნაკადიანი (Multi-threaded) აპლიკაციები.
სასწავლო კურსზე დაშვების წინაპირობა: კურსზე დასწრებისათვის მნიშვნელოვანია პითონის საბაზისო ცოდნა.
ჩატარების ტიპი: online/offline
მეცადინეობა დაიწყება 17.07.2026 და ჩატარდება ყოველ ორშაბათს (მხოლოდ online) და პარასკევს (online/offline) 20:00 – 22:00 საათამდე.
კურსის საფასური: 350 ლარი
საფასური SCSA წევრებისთვის: 300 ლარი – გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ



