Python მარტივი, მოქნილი და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროგრამირების ენაა, რომელიც გამოიყენება პროგრამირების პრაქტიკულად ყველა მიმართულებაში: თამაშებში, Web აპლიკაციების შექმნაში, მონაცემთა ანალიზისთვის, სისტემური ადმინისტრირების ავტომატიზაციისთვის, მანქანურ სწავლებაში, კიბერ უსაფრთხოებაში, შეღწევადობის ტესტირებაში, კრიპტოგრაფიაში და ასე შემდეგ.
კურსის განმავლობაში სტუდენტები იმუშავებენ, დაწერენ პროგრამებს და სხვადასხვა პრობლემის, ამოცანის პროგრამულ გადაწყვეტილებას. ისწავლიან რეალური ანალიტიკური ამოცანების ამოხსნას Python პროგრამირების ენის გამოყენებით, ტესტირებასა და გამოსწორებას (testing and debugging), კლასებთან მუშაობას, ალგორითმულ სირთულეებსა და მონაცემთა სტრუქტურებს. სტუდენტები ისწავლიან მონაცემთა მეცნიერებას, Windows ის ფორმებს, AI და ჭკვიანი სისტემების შექმნას, რაციონალური და ინტუიციური პროგრამების სიმულაციას, პარალელურ პროგრამირებასა და მუშაობას მონაცემთა ბაზებთან და მონაცემთა ანალიზი. Framework Django_სთან მუშაობას, სხვადასხვა სირთულის ვებ საიტებისა და აპლიკაციების შექმნას.
სპეციალიზაციის ბოლოს, მონაწილეებს ექნებათ შესასრულებელი ფინალური პროექტი, რომლის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის სახელით გაიცემა სპეციალიზაციის სერტიფიკატი.
აღსანიშნავია, რომ წარმატებულ კურსდამთავრებულებს სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაცია დაეხმარება და გაუწევს რეკომენდაციას ამ მიმართულების ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დროს.
სპეციალიზაციის ფარგლებში მსმენელები დაეუფლებიან Python დეველოპერის პროფესიას და კურსის დამთავრებისთანავე დამოუკიდებლად შეძლებენ:
– საშუალო და რთული ამოცანების Python ზე გადაწყვეტილების შემუშავებას, პროგრამის დაწერას
– Python-ზე ალგორითმების წერას
– Back-end დეველოპერად მუშაობას
– მუშაობას Python დეველოპერის პოზიციაზე
– მონაცემთა ანალიზს
– მუშაობის დაწყებას ხელოვნურ ინტელექტთან
– მუშაობას მონაცემთა ბაზებთან Python – ის გამოყენებით
– დამოუკიდებლად ჭკვიანი სისტემებისა და პროგრამების აწყობას
– რაციონალურობის და ინტუიციის პროგრამულ სიმულაციას
– Desktop აპლიკაციების წერას
სპეციალიზაციის გავლის შემდგომ მსმენელებს ექნებათ Netacad-ის პლატფორმაზე გამოცდის ჩაბარების და Python Institute-ს საერთაშორისო სერთიფიკატის აღების შესაძლებლობა.