პირველი კვანტური ლაბორატორია საქართველოში

27 თებერვალს, საქართველოში გაიხსნა პირველი კვანტური ლაბორატორია, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოში კვანტური ტექნოლოგიისა და კრიპტოგრაფიული უსაფრთხოების კვლევითი და პრაქტიკული მიმართულებების განვითარებაში.

ლაბორატორია გაიხსნა კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, Erasmus+ის პროექტის SECURE-ის ფინანსური მხარდაჭერითა და თანამშრომლობით. საქართველოში პროექტის ხელმძღვანელია ხელმძღვანელია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, კავკასიის კიბერ უსაფრთხოების ცენტრის დირექტორი, პროფესორი, SCSA-ს პრეზიდენტი – მაქსიმ იავიჩი.

ლაბორატორიის კვლევითი ბაზა მოიცავს:

  • სამეცნიერო და სამრეწველო დანიშნულებისთვის, USB კვანტური შემთხვევითი რიცხვების გენერატორებსა (QRNG) და პორტატულ კვანტურ მოწყობილობებს;
  • QRNG PCIe ბარათებს;
  • გვერდითი არხების თავდასხმების (Side – channel attacks), ChipWhisperer პლატფორმებს, ჩაშენებული სისტემების უსაფრთხოების ანალიზისთვის საჭირო აპარატურას;
  • მძლავრ სერვერებს;
  • კომერციულ Quantis Appliance შემთხვევითი რიცხვების გენერატორებს
  • სპეციალიზირებულ სერვერებსა და სატესტო მოწყობილობებს პოსტ – კვანტური კრიპტოგრაფიის კვლევისათვის

ლაბორატორია, მოთხოვნის საფუძველზე, გამოყენებისა და კვლევისათვის ხელმისაწვდომი იქნება არამხოლოდ უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლებისათვის, არამედ სფეროს სხვა წარმომადგენლებისთვისაც.

პროექტის დეტალები დამატებითი ინფორმაციით, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე – https://erasmus-secure.eu/.

Subscribe to Your Cyber News

Subscribe to Your Cyber News

Toggle Dark Mode
ka_GEGeorgian