სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის გუნდის კიდევ ერთი წარმატება

რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში ასოციაციისა და კავკასიის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი – ინტერნეტის ფრაგმენტაცია შავი ზღვის რეგიონში კიბერინტერვენციის გზით: გეოპოლიტიკური ფაქტორები და რეგიონული მიდგომები“ დაფინანსდა.
პროექტის მიზანია შავი ზღვის რეგიონში ინტერნეტის ფრაგმენტაციის მზარდი ფენომენის შესწავლა, პრობლემის ანალიზი, მოდელირება და კონკრეტული გადაწყვეტილებების შემუშავება.
111 გამარჯვებულს შორის, ჩვენი პროექტი მე-19 ადგილზეა. პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 3 წელს.
პროექტს განახორციელებენ:
• პროექტის ხელმძღვანელი – პროფესორი რაზვან ბოკუ, რუმინეთის ბრაშოვის ტრანსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი;
• პროექტის კოორდინატორი და მკვლევარი – პროფესორი ვლადიმერ სვანაძე, სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ინტერნეტის განვითარების ინიციატივის დამფუძნებელი და კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი.
• უფროსი მკვლევარი – პროფესორი მაქსიმ იავიჩი, სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის პრეზიდენტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, კავკასიის უნივერსიტეტის კიბერ უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი.
• მკვლევარი – ოქსანა კოვალჩუკი, სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის მკვლევარი და პროექტების მენეჯერი, სოხუმის უნივერსიტეტის დოქტორანტი.
• მათემატიკური მოდელირების სპეციალისტი – დიანა პოპოვა, სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის დირექტორი.
• უცხოელი კონსულტანტი – აუდრიუს ლოპატა, კაუნასის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორი, ინფორმატიკის ფაკულტეტის ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

Subscribe to Your Cyber News

Subscribe to Your Cyber News

Toggle Dark Mode
ka_GEGeorgian