SCSA-მ მიიღო ICANN-ის გრანტი შავი ზღვის რეგიონში ინტერნეტის ფრაგმენტაციის შესწავლისათვის

SCSA-მ მიიღო ICANN-ის გრანტი შავი ზღვის რეგიონში ინტერნეტის ფრაგმენტაციის შესწავლის მიზნით. პროექტის დასახელებაა: კიბერსივრცის სტაბილურობის უზრუნველყოფა: შავი ზღვის რეგიონში ინტერნეტ ფრაგმენტაციის შესწავლა და შერბილება. ინტერნეტი დღესდღეობით კომუნიკაციასა და კომერციულ საქმიანობაში ცენტრალურ როლს თამაშობს. თუმცა, ამავდროულად ვაკვირდებით ინტერნეტის ფრაგმენტაციის სახიფათო ტენდენციებს, რომელიც საფრთხეს უქმნის სტაბილურობას. პროექტის მიზანია შეისწავლოს ინტერნეტის ფრაგმენტაციის გავლენა კიბერ უსაფრთხოების სტაბილურობაზე შავი ზღვის რეგიონის, როგორც გეოპოლიტიკურად დაძაბული სივრცის მაგალითზე. ფრაგმენტაციის სხვადასხვა ფორმის ანალიზისა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და საერთაშორისო კომუნიკაციებზე მისი გავლენის შეფასების საფუძველზე, პროექტის ფარგლებში მიზნად გვაქვს დასახული აღნიშნული უარყოფითი გავლენების შემცირების სტრატეგიების განვითარება. 

პროექტის ხანგრძლივობა არის 2 წელი. 

პროექტის გუნდი: 

ხელმძღვანელი – მაქსიმ იავიჩი

კოორდინატორი – ვლადიმერ სვანაძე

მკვლევარი – ოქსანა კოვალჩუკი

მკვლევარი – ქეთევან გრძელიძე

 

Subscribe to Your Cyber News

Subscribe to Your Cyber News

Toggle Dark Mode
ka_GEGeorgian