საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი მაქსიმ იავიჩი, მონაწილეობდა კაზახეთის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინფორმაციის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული სემინარების სერიაში.
სემინარებს მასპინძლობდა კრიპტოგრაფიის დეპარამენტი პროფესორ ნურსულუ კაპალოვას ხელმძღვანელობით. პროფესორ კაპალოვას გუნდი ცნობილია ყაზახეთში კრიტპოგრაფიის, განსაკუთრებით პოსტ-კვანტური კრიპტოგრაფიის მიმართულებით მოწინავე კვლევებით.
ვიზიტის ფარგლებში პროფესორი იავიჩი გამოვიდა სიტყვით:
“IoT-Oriented Digital Signature Defense Against Single-Trace Belief Propagation Attacks in Post-Quantum Cryptography.”
ღონისძიება გრძელდებოდა 31 მარტიდან 04 აპრილის ჩათვლით.
ეს ღონისძიება პოსტ-კვანტური კრიპტოგრაფიის და უსაფრთხო IoT სისტემების მიმართულებით კვლევების სფეროში წარმატებებისა და მიმდინარე საერთაშორისო თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტურია

