მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციამ გაიმარჯვა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ საკონფერენციო გრანტების კონკურსში.
გრანტის ფარგლებში, ამა წლის ოქტომბრის თვეში თბილისში ჩატარდება საქართველოში და ზოგადად, ჩვენს რეგიონში ერთადერთი მასშტაბური საერთაშორისო სამეცნიერო – პრაქტიკული კონფერენცია ტელეკომუნიკაციებისა და უსაფრთხოების, კერძოდ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ტელეკომუნიკაციებისა და კიბერუსაფრთხოების დარგების წამყვანი მეცნიერ – მკვლევარები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, კერძოდ, რუმინეთის, ავსტრიის, უკრაინის, პოლონეთის, ლიეტუვის, უზბეკეთის, საფრანგეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, პორტუგალიის, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქრთველოს წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების, სამეცნიერო კვლევითი ცენტრებისა და ლაბორატორიების წარმომადგენლები.
კონფერენციის სამუშაო ჯგუფი:
პროექტის ხელმძღვანელი – მაქსიმ იავიჩი, ა(ა)იპ „სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის (SCSA)“ პრეზიდენტი;
პროექტის კოორდინატორი – ვლადიმერ სვანაძე, ა(ა)იპ „ინტერნეტის განვითარების ინიციატივის (IDI)“ დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე;
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები:
– ავთანდილ გაგნიძე;
– დიანა პოპოვა;
– გიორგი ახალაია.
კონფერენციის მხარდამჭერი და მასპინძელია „კავკასიის უნივერსიტეტი“.
აღსანიშნავია, რომ კონფერენცია 2021 წლიდან ტარდება უკვე მეოთხედ და მისი ორგანიზატორები არიან ა(ა)იპ „სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაცია (SCSA)“ და ა(ა)იპ „ინტერნეტის განვითარების ინიციატივა (IDI)“.
