სპეციალიზაცია შეღწევადობის ტესტერი

დაწყების თარიღი: 16.06.2026

სპეციალიზაციის შესახებ

შეღწევადობის ტესტირების სპეციალიზაცია წარმოადგენს დღეისათვის შეღწევადობის ტესტირებისთვის აუცილებელი კურსების სრულყოფილ სასწავლო პროგრამას. კურსის თითოეული საგნის უმეტესი ნაწილი დათმობილია პრაქტიკულ დავალებებზე, რაც სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად, პრაქტიკულად შეასრულოს ლექტორის მიერ ახსნილი მასალა. სპეციალიზაციის პირველ ეტაპზე სტუდენტები გაივლიან შეღწევადობის ტესტირებისთვის აუცილებელ საგნებს, მეორე ეტაპი კი დათმობილი იქნება კონკრეტულ შეტევებზე, მოწყვლადობებსა და საფრთხეებზე. კურსის ბოლოს სტუდენტები ტრენერის ხელმძღვანელობით იმუშავებენ ინდივიდუალურ ფინალურ პროექტზე. მსმენელები პრაქტიკულ დავალებებს შეასრულებენ BITSENTINEL-ის მიერ შექმნილ საგანმანათლებლო პლატფორმა – CyberEdu-ზე. რომელზეც ტარდება ევროპაში კიბერ უსაფრთხოების ყველაზე მასშტაბური ჰაკათონი DefCamp-ი.

სპეციალიზაციის გავლის შემდეგ, სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა და ყველა საჭირო უნარი გააგრძელონ პროფესიული მოღვაწეობა ე.წ. Junior Pentester-ის პოზიციაზე; კიბერ უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე; ქსელური უსაფრთხოების მიმართულებით; Linux Server-ების ადმინისტრატორად უსაფრთხოების მიმართულებით; კურსდამთავრებულებს შეეძლებათ Python ზე სკრიპტების წერა.

წარმატებულ სტუდენტებს კურსის ბოლოს გადაეცემათ CyberEdu-ს სასერტიფიკატო გამოცდის ვაუჩერი. რომლითაც უფასოდ შეძლებენ გავიდნენ საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდაზე და აიღონ კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

6 თვე

სასწავლო სპეციალიზაციის ჯამური ხანგრძლივობა

1200 ლარი

სპეციალიზაციის პროგრამის სრული საფასური

კურსზე დაშვების წინაპირობა:

კურსს არ აქვს დაშვების წინაპირობა. კურსი დაგეგმილია, ისე რომ ნებისმიერმა მოტივირებულმა სტუდენტმა შეძლოს მასალის სრულყოფილად ათვისება და პრაქტიკული დავალებების შესრულება.

დამატებითი დეტალები:

ლექციები ჩატარდება სპეციალიზებულ პლატფორმაზე განთავსებულ რეალურ სავარჯიშო მანქანებზე. სასწავლო პროცესი განხორციელდება BIT SENTINEL-ის* მეთვალყურეობით. ამასთან ერთად პარტნიორობის ფარგლებში ჩატარდება ჰაკატონები სადაც ჩაერთვებიან ასოციაციის სტუდენტები.

*BIT SENTINEL არის კიბერ უსაფრთხოების ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, ასევე ის გახლავთ ევროპის ყველაზე მასშტაბური კიბერ უსაფრთხოების ღონისძიების DefCamp-ის ორგანიზატორი. სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების
ასოციაციამ მიიღო BIT SENTINEL-ის ექსკლუზიური წარმომადგენლობა კავკასიის რეგიონში.BIT SENTINEL-თან თანამშრომლობის ფარგლებში ასოციაცია ჩაატარებს ეთიკური ჰაკინგის კურსებს, BIT SENTINEL-ის მიერ შემუშავებული პროგრამის მიხედვით.

საგნების ჩამონათვალი

პრაქტიკული კიბერუსაფრთხოება

სასწავლო კურსი მოიცავს თანამედროვე კიბერ თავდასხმების პრაქტიკულ განხილვას და მათ წინააღმდეგ შესაბამისი კიბერ უსაფრთხოების ხელსაწყოების და მეთოდების გამოყენებას. კურსის ფარგლებში განიხილება კიბერ თავდასხმების სხვადასხვა ტიპები, მოხდება მათი იდენტიფიცირება.

კურსის ხანგრძლივობა: 10 შეხვედრა/20 საათი

შეხვედრა 1:

შესავალი პრაქტიკულ კიბერ უსაფრთხოებაში; ძირითადი ტერმინები და მცნებები; დღევანდელი ვითარება კიბერ სივრცეში; უსაფრთხოების შაბლონები; უსაფრთხო დიზაინის ასპექტები

შეხვედრა 2:

სუსტი წერტილების (მოწყვლადობის) შესწავლა; ინფორმაციის მოგროვება და მისი ანალიზი; დომენური სისტემები; ეთიკური ჰაკინგის პირველი ნაბიჯები

შეხვედრა 3:

კრიპტოგრაფია, შიფრაციის სისტემები და მათი მუშაობის პრინციპები; ძირითადი უსაფრთხოების ალგორითმები; ღია გასაღების შიფრაციის მეთოდის განხილვა

შეხვედრა 4:

თანამედროვე თავდასხმები მომხმარებელზე; ავთენტიფიკაციაზე დაფუძნებული თავდასხმების მაგალითების და მეთოდების განხილვა; ფიშინგის განვითარება; სოციალური ინჟინერიის ახალი ასპექტები და მეთოდები

შეხვედრა 5:

ქსელის მუშაობის ძირითადი პრინციპები; ქსელის სკანირება; ქსელის სუსტი წერტილების გამოვლენა; გავრცელებული ქსელური თავდასხმების განხილვა; ქსელის სკანირების ხელსაწყოები პრაქტიკაზე

შეხვედრა 6:

უსადენო ქსელის განხილვა; Wi-fi –ის სკანირება და ანალიზი პრაქტიკაზე; თავდასხმები უსადენო ქსელზე; ფაერვოლების, ქსელის ფილტრების განხილვა და კონფიგურაცია; Honeypot – უსაფრთხოების მეთოდების განხილვა

შეხვედრა 7:

Distributive Denial of service (DDoS) თავდასხმების განხილვა; თავდასხმები მობილურ მოწყობილობებზე; რა არის Cloud-ი ? მისი მნიშვნელობა და თანამედროვე თავდასხმები; Software as a service (SaaS); მონაცემთა ბაზების უსაფრთხოება

შეხვედრა 8:

უსაფრთხოების გამართული კონფიგურაცია; ოპერაციული სისტემები და მათი უსაფრთხოება; ბუფერის გადავსების თავდასხმები; ვებ-ზე დაფუძნებული თავდასხმების განხილვა; SQL ინიექციების განხილვა

შეხვედრა 9:

ვირუსები და ანტივირუსების / ანტიმავნე სისტემების განხილვა; ტროიანის გავრცელების მეთოდები; ტროიანის გავრცელების შემდგომი შედეგები; მომხმარებლის სისტემის სკანირება და სისუსტეების გამოვლენა;

შეხვედრა 10:

პირველი ნაბიჯები შეღწევადობის ტესტირებაში (penetration testing); სისტემის სკანირების და შეღწევადობის ტესტირების საბაზისო ხელსაწყოები და მათი გამოყენება; შეღწევადობის ტესტირების პლატფორმების განხილვა და რეკომენდაციები;

გამოცდა

Python პროგრამირება

სასწავლო კურსი წარმოადგენს დაპროგრამების მიმართულებით თანამედროვე სტანდარტების თეორიული და პრაქტიკული გამოყენების ათვისების საშუალებას. მასში შეისწავლება თანამედროვე, დინამიური და მულტიპარადიგმული ენა „პითონი“. რომელიც თავის თავში მოიცავს ობიექტზე ორინეტირებულ , პროცედურულ, ფუნქციონალურ და იმპერატიულ პროგრამირებას.

კურსის ხანგრძლივობა: 5 შეხვედრა/10 საათი

შეხვედრა 1:

რატომ Python-ი? შესავალი Python-ში; როგორ მუშაობს Python-ი? პირველი სკრიპტი; არითმეტიკული ოპერაციები; ცვლადები Python-ში; მთელი რიცხვები; წილადი რიცხვები; სტრიქონები; Input

შეხვედრა 2:

If-else, elif; განშტოების პროგრამები; შემთხვევითი/ფსევდო შემთხვევითი რიცხვები; იტერაცია; for ციკლი; while ციკლი; ციკლის წყვეტის და გაგრძელების მეთოდები

შეხვედრა 3:

სტრიქონები; სტრიქონებთან მუშაობა

შეხვედრა 4:

ფუნქციების იმპლემენტაცია და განმარტება; არგუმენტები ფუნქციაში

შეხვედრა 5:

ლოკალური და გლობალური ცვლადები; ფუნქციის არეები

გამოცდა

Python

Network LINUX

კომპიუტერული ქსელები და Linux ოპერაციული სისტემა

თანამედროვე მსოფლიო წარმოუდგენელია ქსელური ტექნოლოგიების გარეშე. კურსი შედგება სიღრმისეული პრაქტიკული და თეორიული ნაწილებისგან. პირველ ეტაპზე დეტალურად შევისწავლით მასალას, რასაც გამოვიყენებთ პრაქტიკულ თავდასხმებში, რის შემდეგაც ვიმუშავებთ ქსელის დაცვაზე. კურსის ფარგლებში შევისწავლით, როგორ მუშაობენ კონცენტრატორები, როუტერები, სვიჩები, DNS, ARP, DHCP, NAT, Firewalls და ასევე შევეხებით cisco-ს. გარდა ამისა, Linux ოპერაციული სისტემით იმართება მსოფლიოს სუპერკომპიუტერები, სერვერების უმეტესობა რომლებიც ინტერნეტს ამარაგებენ. შესაბამისად, კურსის განმავლობაში ისწავლით Linux ოპერაციული სისტემის სტრუქტურას, მომხმარებლისა და ჯგუფის კონფიგურაციას, მეხსიერების მენეჯმენტს, ქსელისა და სერვისის მენეჯმენტს, ვირტუალიზაციის გამოყენებას და მართვას, პროგრამული უზრუნველყოფის მენეჯმენტს, shell script-ს და საერთო უსაფრთხოებას პრაქტიკაში არსებული საუკეთესო მეთოდების გამოყენებით.

კურსის ხანგრძლივობა: 10 შეხვედრა/20 საათი

შეხვედრა 1:

IP/MAC მისამართები, ქვექსელის ნიღაბი

შეხვედრა 2:

Router/switch, subnetting

შეხვედრა 3:

ARP, ARP poisoning

შეხვედრა 4:

CAM table, CAM table overflow

შეხვედრა 5:

DHCP, DHCP starvation, Rogue DHCP, DHCP snooping

შეხვედრა 6:

ლინუქსი, ფაილების სისტემა, CLI

შეხვედრა 7:

STDIN,STDOUT,STDERR

შეხვედრა 8:

მომხმარებლები და დაშვებები

შეხვედრა 9:

Package managers

შეხვედრა 10:

სერვისები

გამოცდა

ეთიკური ჰაკინგი 1

კურსის ხანგრძლივობა: 1 – 10 შეხვედრა/20 საათი

შეხვედრა 1:

Introduction services: Ports; Nmap, NetCat; Reverse Shell; Bind Shell; Exploitdb; GitHub exploit lookup; Metasploit.

შეხვედრა 2:

Web technologies basics:  Frontend/Backend PHP Languages, Variables, GET parameters, conditional statements; Directory and file discovery.

შეხვედრა 3:

File upload vulnerability: Linux privilege escalation basics; PHP reverse shell, PHP webshell. Reverse shell stabilization; Sharing files between machines; privilege escalation basics.

შეხვედრა 4:

Burp Suite: proxy bruteforce; Burp Suite http traffic analysis; Hydra web forms bruteforce.

შეხვედრა 5:

Command injection;  Identifying command injection vulnerabilities; Getting a reverse shell; Sudo misconfiguration privilege escalation.

შეხვედრა 6:

LFI: Identifying LFI vulnerabilities; LFI to RCE

შეხვედრა 7:

SQL Injections: hash cracking; SQL language; PHP and MySql; Sqlmap; Union based SQL injection.

შეხვედრა 8:

XSS: Stored XSS, reflected XSS, session hijacking. 

შეხვედრა 9:

Chaining web attacks: XSS+SQL injection.

შეხვედრა 10:

Common service exploitation: Enumerating and exploiting file sharing services.

გამოცდა

Ethical
Hacking

Ethical Hacking 2

ეთიკური ჰაკინგი 2

კურსის ხანგრძლივობა: 2 – 10 შეხვედრა/20 საათი

შეხვედრა 1:

Subdomain lookup: SSRF; Enumerating virtualhosts Identifying and exploiting SSRF. 

შეხვედრა 2:

Port forwarding: Accessing local services with port forwarding.

შეხვედრა 3:

Web attacks with python 1: Writing python scripts to perform web attacks.

შეხვედრა 4:

Web attacks with python 2: Writing python scripts to perform web attacks.

შეხვედრა 5:

Manual Blind SQL Injection: Writing a python script to exploit a blind SQL Injection Lab: kitty.

შეხვედრა 6:

Working with public exploits: Fixing exploits; Windows exploitation and privilege escalation.

შეხვედრა 7:

Binary exploitation 1: Working with WinDBG; debugger x86 architecture and assembley; Stack based buffer overflow basics.

შეხვედრა 8:

Binary exploitation 2: Shellcode; Reverse shell with buffer overflow.

შეხვედრა 9:

Active directory attacks 1: AD Basics; LDAP Kerberos; GPOs.

შეხვედრა 10:

Active directory attacks 2: Impacket scripts and nxc; Kerberoasting; GPO attacks; PassTheHash attacks.

გამოცდა

ფინალური პროექტი

კურსის ბოლოს, სტუდენტები ლექტორები კოორდინაციით იმუშავებენ ინდივიდუალურ პროექტზე. სადაც მოუწევთ კურსის განმავლობაში მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით, შექმნან უსაფრთხოების მიმართულების პროდუქტი/გადაწყვეტილება ან სხვადასხვა ტიპის შეტევისგან თავდაცვის მექანიზმი.

CAPSTONE
PROJECT

სპეციალიზაციის ლექტორები

მაქსიმ იავიჩი

კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი; კიბერ უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი; SCSA პრეზიდენტი

ირაკლი ფირცხალავა

სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის ლექტორი და Python-ის დეველოპერი

სერგო სიმონოვი

ლექტორი & OSCP სერტიფიცირებული შეღწევადობის ტესტერი; კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი

ქეთევან გრძელიძე

ლექტორი & კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტი

რეგისტრაცია და საკონტაქტო

სპეციალიზაციის საფასურის გადახდა შესაძლებელია 2 ნაწილად

დაწყების თარიღი: 16.06.2026

სამშაბათი - ხუთშაბათი: 19:00 – 21:00

ჩატარების ტიპი: offline/online

პროგრამის საფასური: 1200 ლარი

Toggle Dark Mode
ka_GEGeorgian