საკვირაო სკოლის მოსწავლის, ანრი ჩიტაურის წარმატება

SCSA-ს საკვირაო სკოლის მოსწავლემ, ანრი ჩიტაურმა (#221 საჯარო სკოლა), მნიშვნელოვან საერთაშორისო წარმატებას მიაღწია. იგი თავის გუნდელ ნიკოლოზ ქიტოშვილთან ერთად 2026 წლის GENIUS Olympiad-ის ფინალშია გასული.

მოსწავლეები ოლიმპიადის ფინალურ ეტაპზე წარადგენენ საკუთარ პროექტს „MEGA“, რომელიც კოდირების მიმართულებას ეკუთვნის. ფინალი გაიმართება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ როჩესტერში, St. John Fisher University-ში.

GENIUS Olympiad ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო სტუდენტური კონკურსია, რომელშიც წელს მონაწილეობდა 74 ქვეყნის წარმომადგენელი. ჯამში წარდგენილი იყო 3254 პროექტი სხვადასხვა მიმართულებით, საიდანაც მხოლოდ 892 პროექტი შეირჩა ფინალური ეტაპისთვის.

ანრი ჩიტაურის ეს მიღწევა არა მხოლოდ მისი პირადი წარმატებაა, არამედ მნიშვნელოვანი მაგალითია ახალგაზრდა თაობისთვისაც.

ვულოცავთ ანრის ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო მნიშვნელოვან გამარჯვებებს.

Subscribe to Your Cyber News

Subscribe to Your Cyber News

Toggle Dark Mode
ka_GEGeorgian