“UA-ს რეგიონული სტრატეგიის მიმოხილვა – საქართველო 2026” იქნება სტრატეგიული პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს უნივერსალური მიღების (UA) ინიციატივების პროგრესის შეფასებას, მიმდინარე გამოწვევების იდენტიფიცირებას და საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის პარტნიორი ქვეყნების დაინტერესებულ მხარეებს შორის სტრუქტურირებული დიალოგის ხელშეწყობას.
სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციამ (SCSA) და IDI-მ წარმატებით ჩაატარეს ტელეკომუნიკაციისა და უსაფრთხოების ოთხი საერთაშორისო კონფერენცია, სადაც აქტიურად განიხილებოდა ისეთი ძირითადი თემები, როგორიცაა ინტერნეტის ფრაგმენტაცია, უნივერსალური მიღება და DNSSEC-ი. მე-5 კონფერენციის ღონისძიება უკვე დაგეგმილია და ის კვლავაც წარმოადგენს კიბერუსაფრთხოების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლისთვის მთავარ პლატფორმას რეგიონის მასშტაბით.
ასევე დაგეგმილია ცალკე ჰიბრიდული ღონისძიება სახელწოდებით: „ნდობა და მედეგობა შავი ზღვის რეგიონის დომენურ სისტემაში: IDN-ის, DNS-ისა და gTLD-ის უსაფრთხოების გაძლიერება“, რომელიც კონკრეტულად უნივერსალური მიღების საკითხს მიეძღვნება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი და რეგიონული ექსპერტები შავი ზღვის რეგიონის ქყეყნებიდან. მისი მიზანია თანამშრომლობის გაძლიერება, მრავალენოვანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა და მედეგი და ინკლუზიური ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარების მხარდაჭერა.
საქართველოს კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერით, ეს ინიციატივა მიზნად ისახავს ეროვნული და რეგიონული შესაბამისობის გაუმჯობესებას საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან და წვლილის შეტანას უნივერსალური მიღებისა და ციფრული ჩართულობის წინსვლის კოორდინირებულ სტრატეგიაში.
რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/srX621ygyLEKFC2c7
თარიღი: 24.04.2026
დრო: 11:00 – 15:00
