სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაცია (SCSA) სიამოვნებით აცხადებს ორი ახალი სერვისის დამატებას თავის პორტფელში: მოწყვლადობების სკანირება და IT ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების მუდმივი მართვა.
მოწყვლადობების სკანირების სერვისი გთავაზობთ თქვენი შიდა და გარე ინფრასტრუქტურის სწრაფ და სისტემურ შემოწმებას ცნობილი მოწყვლადობების, დაუყენებელი განახლებებისა და არასწორი კონფიგურაციების გამოსავლენად. სკანირების შედეგად თქვენ მიიღებთ დეტალურ ანგარიშს რისკის დონეების და რეკომენდებული მოქმედებების მითითებით.
IT ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების მუდმივი მართვის სერვისი კი განკუთვნილია იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ ერთჯერადი შემოწმების ნაცვლად უზრუნველყონ განგრძობადი კონტროლი. სერვისი მოიცავს რეგულარულ შეფასებებს, კრიტიკული რისკების პრიორიტეტიზაციას, გამოვლენილი პრობლემების სტატუსის მონიტორინგს და გამოსწორების შემდგომ ხელახალ შემოწმებას.
ორივე სერვისის მიზანია, დაეხმაროს ორგანიზაციებს, აღმოაჩინონ და აღმოფხვრან სისუსტეები მანამ, სანამ მათ ბოროტმოქმედი გამოიყენებს. დამატებითი ინფორმაციისთვის და კონსულტაციისთვის დაუკავშირდით SCSA-ს გუნდს. დეტალური ინფორმაცია ჩვენი მომსახურებების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე – https://scsa.ge/services/.
