შეხვედრების რაოდენობა: 10 შეხვედრა (20 გაკეთილი)
შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი
მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა: 15 მსმენელი
სასწავლო კურსის ლექტორი:
გიორგი სანიკიძე – სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის Python და Django დეველოპერი.
სასწავლო კურსის ანოტაცია:
Django არის თავისუფალი (open-source) ფრეიმვორკი ვებ აპლიკაციების და საიტების შესაქმნელად. Django დაწერილია Python პროგრამირების ენაზე.
ფრეიმვორკი (framework) – ხელსაწყოების კრებული, რომლის მეშვეობით ხდება ვებ პროგრამების და საიტების შექმნა უფრო სწრაფად და მარტივად ვიდრე ნულიდან ანალოგიური სისტემების შემუშავება. Django – ს გააჩნია საკუთარი აგებულება და ფაილთა სტრუქტურა, რომელიც მუშავდება ე.წ. ძრავის ან ბირთვის მეშვეობით.
დღეისთვის ვებ აპლიაციების და საიტების დამზადებაში framework-ები არის ძალიან მოთხოვნადი მათი ფუნქციონალურობის და სიმარტივის გამო. და Django არ არის გამონაკლისი, ბოლო წლების მანძილზე ეს სისტემა გახდა ძალიან პოპულარული, მათ შორის ეს გამოწვეულია დაპროგრამების ენა Python -ის უდიდესი პოპულარულობით. დღეისთვის ბევრი პატარა თუ მსხვილი პროექტი იყენებს სწორედ Django – ს აპლიკაციების ან საიტების შესაქმნელად.
სასწავლო კურსის მიზანი:
კურსის მიზანია მსმენელს შეასწავლოს Django ფრეიმვორკთან მუშაობის პრინციპები და მისი ძირითადი სტრუქტურები, რომლებიც განიხილება რეალურ მაგალითებზე. ასევე, კურსის მიზანია მსმენელს შეასწავლოს Django-ს გამოყენებით სხვადასხვა ტიპის და სირთულის ვებ აპლიკაციების და საიტების შექმნა.
კურსის აუცილებელი წინაპირობაა Python დაპროგრამების ენის მყარი ცოდნა.
კურსის განრიგი:
მეცადინეობა დაიწყება 20.04.2023 და ჩატარდება ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს 20:00 – 22:00 საათამდე.
ჩატარების ტიპი: online
კურსის საფასური:
- წინასწარი რეგისტრაციის ფასი: 200 ლარი (გადახდა 13.04.2023-ის ჩათვლით)
წინასწარი რეგისტრაციის საფასური SCSA წევრებისთვის: 150 ლარი – გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ
- სტანდარტული ფასი: 250 ლარი (გადახდა 13.04.2023-ის შემდეგ)
სტანდარტული საფასური SCSA წევრებისთვის: 200 ლარი – გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ