პროგრამირებისა და კიბერ უსაფრთხოების სკოლა

რა არის პროგრამირებისა და კიბერ უსაფრთხოების სკოლა?

პროგრამირებისა და კიბერ უსაფრთხოების სკოლის ფარგლებში მოსწავლეები გაივლიან ვებ პროგრამირების, კიბერ უსაფრთხოებისა და Python_ზე პროგრამირების საგნებს.

რას ისწავლი პროგრამირებისა და კიბერ უსაფრთხოების სკოლაში?

  • კიბერ უსაფრთხოების მოდული მოიცავს: გამოყენებით უსაფრთხოებას, ეთიკური ჰაკინგის საფუძვლებს, პროგრამულ და ქსელურ უსაფრთხოებას, კრიპტოგრაფიას.
  • ვებ პროგრამირება მოიცავს: html/css; Java Script; PHP
  • პროგრამირება მოიცავს: Python, C++ და C#
    პროგრამირებისა და კიბერ უსაფრთხოების სკოლის ფარგლებში, მოსწავლეებს ჩაუტარდებათ კვირაში 4 ლექცია.
    მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ ლოკალურ და საერთაშორისო აქტივობებში.

ვისთვის არის სკოლა განკუთვნილი?

კურსი განკუთვნილია შენთვის, თუ ხარ 12-18 წლამდე და გსურს პრაქტიკული დავალებებით, ამოცანებით შეისწავლო ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი, მაღალანაზღაურებადი პროფესია; მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ოლიმპიადებში და დასაქმდე წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიაში.

რა არის სკოლაში დაშვების წინაპირობა?

სკოლაში რეგისტრაციისთვის საკმარისია იყო მოტივირებული, გსურდეს ახალი პროფესიის დაუფლება და არ გეშინოდეს ახალი გამოწვევების.

სასწავლო პროგრამის ლექტორი:

  • მაქსიმ იავიჩი – კავკასიის უნივერსიტეტის კიბერ უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი; სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის (SCSA) პრეზიდენტი.
  • გიორგი იაშვილი – კიბერ უსაფრთხოების ექსპერტი, კიბერ უსაფრთხოების ცენტრის დირექტორის მოადგილე.
  • გიორგი ახალაია – კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი, სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის ტექნიკური დირექტორი.
  • დავით ბოჭორიშვილი – სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის ვებ დეველოპერების გუნდის ხელმძღვანელი, ვებ პენტესტერი.
  • ირაკლი ფირცხალავა – სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის ლექტორი და Python-ის დეველოპერი.

დამატებითი დეტალები:

  • შეხვედრის დრო: ორშაბათი – ხუთშაბათი; 16:00 – 18:00 საათი
  • მეცადინეობები ჩატარდება ჰიბრიდულად (11 სტუდენტი აუდიტორიაში, 5 სტუდენტი ონლაინ)
  • საფასური: 180 ₾ თვეში
  • სწავლა იწყება: 27 თებერვლიდან (2023წ)

პროგრამირებისა და კიბერ უსაფრთხოების სკოლაში “ეთიკური ჰაკინგის” გაკვეთილები ჩატარდება სპეციალიზებულ პლატფორმაზე განთავსებულ რეალურ სავარჯიშო მანქანებზე. სასწავლო პროცესი განხორციელდება BIT SENTINEL-ის* მეთვალყურეობით. ამასთან ერთად პარტნიორობის ფარგლებში ჩატარდება ჰაკატონები სადაც ჩაერთვებიან ასოციაციის სკოლის მოსწავლეები.

Python-ის სასწავლო მოდული განხორციელდება პითონის ინსტიტუტთან კოლაბორაციით, რომლის სერტიფიცირებული წევრია ჩვენი ასოციაცია. წარმატებული კურსდამთავრებულები აიღებენ შესაბამის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს. 
 
*BIT SENTINEL არის კიბერ უსაფრთხოების ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, ასევე ის გახლავთ ევროპის ყველაზე მასშტაბური კიბერ უსაფრთხოების ღონისძიება DefCamp-ის ორგანიზატორი. სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციამ მიიღო BIT SENTINEL-ის ექსკლუზიური ერთწლიანი წარმომადგენლობა კავკასიის რეგიონში.
BIT SENTINEL-თან თანამშრომლობის ფარგლებში ასოციაცია ჩაატარებს ეთიკური ჰაკინგის კურსებს, BIT SENTINEL-ის მიერ შემუშავებული პროგრამის მიხედვით.

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association