შეხვედრების რაოდენობა: 10 შეხვედრა (20 გაკვეთილი)
შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი
მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა: 15 მსმენელი
სასწავლო კურსის ლექტორები:
ლუკა ნაჭყებია – პროგრამისტი, სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის (SCSA) წევრი
მაქსიმ იავიჩი – კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი; კიბერ უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი; სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის (SCSA) პრეზიდენტი
სასწავლო კურსის ანოტაცია:
სასწავლო კურსი წარმოადგენს დაპროგრამების მიმართულებით თანამედროვე სტანდარტების თეორიული და პრაქტიკული გამოყენების ათვისების საშუალებას. მასში შეისწავლება თანამედროვე, დინამიური და მულტიპარადიგმული ენა „პითონი“. რომელიც თავის თავში მოიცავს ობიექტზე ორინეტირებულ , პროცედურულ ფუნქციონალურ და იმპერატიულ პროგრამირებას.
კურსის საფასური: 200 ლარი
საფასური SCSA წევრებისთვის: 120 ლარი
კურსის დასაწყისი: 05.11.2019 – მეცადინეობები ჩატარდება ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს 19:00 – 21:00 საათამდე (რეგისტრაცია დასრულებულია, შეგიძლიათ ჩაეწეროთ შემდეგ ჯგუფში – 12.11.2019)
მისამართი: ოთარ ლორთქიფანიძის 26 (მეტრო დელისთან, შანხაის დასახლება)