შეხვედრების რაოდენობა: 10 შეხვედრა (20 გაკვეთილი)
შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი
მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა: 15 მსმენელი
სასწავლო კურსის ლექტორები:
მაქსიმ იავიჩი – კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი; კიბერ უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი; სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის (SCSA) პრეზიდენტი.
ირაკლი ფირცხალავა – სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის ლექტორი და Python-ის დეველოპერი.
ირაკლი გუგუნაშვილი – Python დეველოპერი, გარემოს ეროვნული სააგენტო.
სასწავლო კურსის ანოტაცია:
Python მარტივი, მოქნილი და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროგრამირების ენაა, რომელიც გამოიყენება პროგრამირების პრაქტიკულად ყველა მიმართულებაში: თამაშებში, Web აპლიკაციების შექმნაში, მონაცემთა ანალიზისთვის, სისტემური ადმინისტრირების ავტომატიზაციისთვის, მანქანურ სწავლებაში და ასე შემდეგ. კურსი იწყება ფუნდამენტური თემებით, მონაცემთა ტიპებით; სტრუქტურებით, ფუნქციებით და მოიცავს პროგრამისტის ყოველდღიური ამოცანების თემებს, თავისებურებებს. თეორიულ ცოდნასთან ერთად, კურსის მსმენელებს საშუალება ექნებათ მიღებული ცოდნა პრაქტიკულ ამოცანაში გამოცადონ. სალექციო კურსის განმავლობაში როგორც დამოუკიდებლად ასევე პროფესიონალი დეველოპერების ხელმძღვანელობით, სტუდენტები იმუშავებენ, დაწერენ პროგრამებს და სხვადასხვა პრობლემის, ამოცანის პროგრამულ გადაწყვეტილებას.
სასწავლო კურსის მიზანი:
კურსის მიზანია დაინტერესებულ პირებს მისცეს ფუნდამენტური ცოდნა Python ის დაპროგრამების ენაში. პრაქტიკული სავარჯიშოებით მსმენელებს დაეხმაროს წარმატებით დაიწყონ პროგრამისტის კარიერა. ასწავლოს მათ ობიექტზე ორიენტირებული და ფუნქციონალური პროგრამირების თავისებურებები. კურსდამთავრებული შეძლებს, სწავლა გააგრძელოს Python ის შემდეგ დონეზე და გახდეს პროფესიონალი Python დეველოპერი. კურსის მიზანია წარმატებული კურსდამთავრებულები მოამზადოს Python_ის საერთაშორისო და ადგილობრივი შეჯიბრებებისთვის.
სასწავლო კურსზე დაშვების წინაპირობა:
კურსს არ აქვს დაშვების წინაპირობა. ეს მოდული განკუთვნილია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ვინც იწყებს პროგრამისტის კარიერას, ან სურს Python-ში თავისი შესაძლებლობების გაუმჯობესება. კვალიფიკაციის ამაღლება და სერტიფიცირება.
ჩატარების ტიპი: online/offline
კურსის საფასური: 250 ლარი
საფასური SCSA წევრებისთვის: 200 ლარი – გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ