თარიღი
/   ავტორიSCSA

შეიქმნა უფასო ხელსაწყო ორგანიზაციის შესახებ darknet-ში ინფორმაციის მონიტორინგისთვის

 რუბრიკა:  Darknet ,  კომპიუტერები და სისტემები

ამიერიდან ImmuniWeb Domain Security Test სერვისის მეშვეობით, უსაფრთხოების სპეციალისტები ორგანიზაციის შესახებ darknet-ში არსებული ინფორმაციის შემოწმებას შეძლებენ

შვეიცარულმა კომპანია ImmuniWeb – მა განაახლა თავისი ონლაინ პლატფორმა ImmuniWeb Community Edition. აღნიშნული რესურსი აბსოლუტურად უფასოდ ეხმარება ორგანიზაციების მათ შესახებ darknet-ში ინფორმაციის არსებობის შემოწმება. ამიერიდან ImmuniWeb Domain Security Test სერვისის მეშვეობით, უსაფრთხოების სპეციალისტები ორგანიზაციის შესახებ darknet-ში არსებული ინფორმაციის შემოწმებას შეძლებენ.

პლატფორმა ImmuniWeb Domain Security Test – ზე შესაძლებელია:

  • Darknet-ის მონიტორინგი, ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციის აღმოჩენის მიზნით;
  • ფიშინგ კამპანიების მონიტორინგი;
  • კიბერ სქუათნგის აღმოჩენა;
  • სავაჭრო ნიშნების უკანონოდ გამოყენების მონიტორინგი;
  • სოციალური ქსელების ყალბი პროფილების მონიტორინგი;

იმისათვის, რომ მივიღოთ ინფორმაცია საჭიროა ImmuniWeb Domain Security Test სპეციალურ საძიებო ველში იქნეს შეყვანილი ორგანიზაციის საიტის დომენური სახელი. ამის შემდეგ სისტემა მოახდენს ინფორმაციის შემოწმებას როგორც ე.წ. “ღრმა” ინტერნეტში (deep web) ასევე darknet-ში, დამთხვევებზე. სერვისი ასევე ახდენს ძიებას ყველასათვის ხელმისაწვდომ (surface web) ინტერნეტში.

ხშირ შემთხვევაში ImmuniWeb Domain Security Test პლატფორმის ძიების შედეგი ხდება გატეხილი საიტების მომხმარებლების მონაცემები, მონაცემთა ბაზები და სხვა და სხვა ტიპის ფაილები.

 

კიბერ სქუათნგი (cybersquatting) – სავაჭრო ნიშნის მქონე ან არსებული ორგანიზაციის მომცველი დომენური სახელების შეძენა, მისი შემდგომი გადაყიდვის/არაკეთილსინდისიერი გამოყენება. 

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association