ავიაციაში კიბერ საფრთხეების საწინააღმდეგო კვლევითი ლაბორატორია (NAU Cybersecurity R&D Lab) შეიქმნა, 2019 წლის ოქტომბერში კიბერ უსაფრთხოების ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეულის სახით ნაციონალურ საავიაციო უნივერსიტეტში (კიევი, უკრაინა). ლაბორატორია იყო დაფუძნებული კიბერ უსაფრთხოების გუნდზე, რომელიც ჩამოყალიბდა 2012 წელს.
NAU Cybersecurity R&D ლაბორატორიის მთავარი მიზნებია:
კომპანია დაარსდა 2015 წელს ახალგაზარდა და გამოცდილი პროფესიონალების მიერ, ის წარმოადგენს სისტემურ ინტეგრატორსა და გადაწყვეტილებების მომწოდებელს საინფორმაციო და უსაფრთხოების ტექნოლოგიების დარგში.
კომპანია „ინტეგრა“ ძირითადად ორიენტირებულია ინოვაციებსა და ახალ ტექნოლოგიებზე, მისი მიზანია შექმნას ჭკვიანი გადაწყვეტილებების ინტეგრატორი კომპანია.
ჩვენ მივყვებით საერთაშორისო სტანდარტებს და ვქმნით სწორ, ეფექტურ და ოპტიმალურ ინფორმაციულ / დამცველობით გადაწყვეტილებებს, რომლებიც დაფუძნებულია ყველაზე თანამედროვე მიღწევებზე, ისინი ეფექტურად დაეხმარებიან თქვენი ბიზნეს მისწრაფებების განხორციელებაში.
კომპანია დაკომპლექტებულია მაღალი დონის პროფესიონალებით, რომლებიც არაერთი წელია, რაც კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობენ და ინდივიდუალურად დიდი გამოცდილება აქვთ მიღებული უცხოურ კომპანიებთან თანამშრომლობით. ჩვენი მთავარი საზრუნავია ინფორმაციის უსაფრთხოება ტელეკომუნიკაციაში, ბიზნესის სხვადასხვა დარგში, საბანკო სექტორში, აზარტულ თამაშებსა თუ პროგრამული უზრუნველყოფის უკვე შემდგარ და საბოლოო პროდუქტებში. კომპანიის მთავარი პრიორიტეტია არა მხოლოდ დაიცვას კლიენტები კიბერ თაღლითობისგან, არამედ აღმოაჩინოს ის სარისკო ადგილები სისტემაში, რომლებიც შეიძლება გახდეს ინტერნეტ კრიმინალის უნებური ხელშემწყობი ფაქტორები.ჩვენ გვაქვს სერვისის ოთხი ძირითადი სახეობა: შეღწევადობის ტესტი (Penetration testing), რეგულარული სერვისები (შიდა ქსელის, ტრანზაქციების მონიტორინგი, პერსონალის ტრენინგი და ა.შ.), ძირითადი სერვისები (დაცულობის და რისკების შეფასება).
ImpactX Technologies სპეციალიზებულია კომპანიებისთვის მათი უსაფრთხოების რისკების მართვის შესაძლებლობის შექმნაზე. ჩვენ ImpactX Technologies-ში ამას მივაღწიეთ მსოფლიო დონის მომსახურების მიწოდებით, რომელიც მოიცავს ადამიანებს, პროცესს, ტექნოლოგიას და ინტელექტს რათა განუწყვეტლივ გამოავლინონ და მოახდინონ რეაგირება და აღმოფხვრან დარღვევები წარმოქმნილი საფრთხეებისგან.
დღეს ბიზნესის უმეტესი ნაწილი დგას ინფორმაციული უსაფრთხოების გამოწვევის წინაშე. კიბერ თავდასხმები სულ უფრო და უფრო ვითარდება და ძალიან ადვილად ხორციელდება ტრადიციულ ხელმოწერებზე დაფუძნებულ თავდაცვაზე, როგორიცაა მომავალი თაობის firewall-ები, IPS და ანტივირუსები. ბიზნესს სჭირდება ამ თავდასხმების იდენტიფიცირება და შეჩერება, სანამ მათ შიდა მონაცემთა ბაზებს და კრიტიკულ ბიზნეს ინფორმაციას მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს. თუმცა, ამის ეფექტურად განხორციელების დრო, რესურსი და ღირებულება არის საკმაოდ მაღალი.
ImpactX Technologies მომსახურება განკუთვნილია ნებისმიერი ტიპის ბიზნესისთვის და არის უფასო. ჩვენს გუნდს აქვს მომხმარებლების დაცვის 12 წელზე მეტი გამოცდილება.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ინტერნეტის განვითარების ინიციატივა – IDI შეიქმნა 2015 წელს, რათა ჩაერთოს ინტერნეტის განვითარებასთან დაკავშირებულ დაბრკოლებებში, განავითაროს კიბერ უსაფრთხოება და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შემუშავება, რაც არის მისი ძირითადი კომპეტენცია.
ჩვენ მივყვებით ინფორმაციულ უსაფრთხოებასა და ინტერნეტ სივრცეში ბოლო დროის განვითარებულ მოვლენებს. IDI დაინტერესებულია ინტერნეტის მომხმარებლების უფლებებით და ხელს უწყობს თავისუფალი ინტერნეტ სივრცის განვითარებას. ორგანიზაცია ამუშავებს ინტერნეტის სივრცის სტრატეგიას და პროტოკოლებს მთავრობის დონეზე და კერძო სექტორში. გარდა ამისა, IDI ახორციელებს სხვადასხვა საინფორმაციო ტექნოლოგიების პროექტების დანერგვას, კიბერუსაფრთხოების და ზოგადი საინფორმაციო ტექნოლოგიების პროგრამების შემუშავებას.
IDI მხარს უჭერს ონლაინ და სოციალური მედიის განვითარებას. პროექტი განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროსთვის.
საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტის მისიაა ‐ აქტიური როლი ითამაშოს საზოგადოების განათლების პროცესში, მოახდინოს ცოდნის გენერირება, გადაცემა, აპლიკაცია. ხელი შეუწყოს ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცეში მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას და უზრუნველყოფას.
განავითაროს საგანმანათლებლო პროგრამები, თანამედროვე და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად წარმართოს სასწავლო პროცესი. განახორციელოს მნიშვნელოვანი კვლევითი საქმიანობა.
შექმნას ისეთი საუნივერსიტეტო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ინდივიდის პიროვნულ და პროფესიულ ზრდას უწყვეტი განათლების მიღების გზით.
ჩამოაყალიბოს ურთიერთთანამშრომლობის, ურთიერთპატივისცემის, გუნდურობის, გაზიარებული პასუხისმგებლობებისა და შეხედულებების ღირებულებათა სისტემა.
თავისი არსებობის 12 წლის მანძილზე “ევროპული სკოლის“ განვითარების გზა სიახლეებით იყო გამორჩეული. სკოლა 2007 წელს დაფუძნდა. დასაწყისში ის მოიცავდა სკოლამდელი აღზრდის ცენტრიდან მერვე კლასის ჩათვლით არსებულ საფეხურებს. “ევროპული სკოლის“ დაარსების თავდაპირველი მიზანი იყო, ქართველი მოზარდებისთვის შეეთავაზებინა მაღალი ხარისხის დაწყებითი და საშუალო განათლება და მყარი საფუძველი ინგლისურ ენაში. ეს ყოველივე მათ დაეხმარებოდა წარმატებების მიღწევაში როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, მოსწავლის და მისი მშობლების საგანმანათლებლო მიზნებთან არსებული არჩევნიდან გამომდინარე.
WordPress Dev.
WordPress Dev.
Front-End Dev
Front-End Dev
WordPress Dev.
WordPress Dev.
შპს კომპიუტერული მეცნიერების სემინარებთან პარტნიორობით
IN THE PARTNERSHIP WITH LTD COMPUTER SCIENCE SEMINARS
SUPPORT BY scsa.ge
თქვენი IT სისტემების მთლიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაცია (SCSA) გთავაზობთ სისტემის უსაფრთხოების აუდიტს, რათა უზრუნველყოს თქვენი სისტემის ყოვლისმომცველი შეფასება. შეღწევადობის ტესტისგან განსხვავებით, რომელიც ფოკუსირებულია დაუცველობის გამოყენებაზე, უსაფრთხოების აუდიტი უფრო ფართო მიდგომას წარმოადგენს.
SCSA-ს უსაფრთხოების პროფესიონალები ზედმიწევნით შეისწავლიან თქვენს სისტემებს, პოლიტიკებს და პროცედურებს. ისინი განიხილავენ წვდომის კონტროლს, მონაცემთა უსაფრთხოების პრაქტიკას, ქსელის კონფიგურაციას და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკის დაცვას. ეს სიღრმისეული ანალიზი გვეხმარება სისუსტეების და სფეროების, იდენტიფიცირებაში, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ თავდამსხმელებმა და სადაც შესაბამისობის რეგულაციები შესაძლოა სრულად არ იყოს დაცული.
აუდიტის შემდეგ, SCSA წარუდგენს დეტალურ ანგარიშს, სადაც აღწერილი იქნება უსაფრთხოების ხარვეზები, პოტენციური რისკები და რეკომენდებული გაუმჯობესებები. ეს საშუალებას გაძლევთ პრიორიტეტულად დაგეგმოთ მოქმედებები თქვენი სისტემების გასაძლიერებლად და შექმნათ უფრო ძლიერი უსაფრთხოების სისტემა. აუდიტის დროს გამოვლენილი დაუცველობის და ნაკლოვანებების პროაქტიული მოგვარებით, თქვენ შეგიძლიათ მნიშვნელოვნად შეამციროთ მონაცემთა დარღვევისა და კიბერშეტევების რისკი.