დაწყების თარიღი: 04.10.2024
სამშაბათი და ოთხშაბათი 19:00-21:00
სისტემური და ქსელური ადმინისტრირება ძალიან მოთხოვნადი პროფესიაა ციფრულ სივრცეში. ის წარმოადგენს კომპიუტერული და ინფორმაციული სისტემის ერთგვარ ქვაკუთხეს. ლოგიკურად და უსაფრთხოდ აწყობილი სისტემა მკვეთრად ამცირებს თავდასხმის და შემდგომ, მონაცემების დაკარგვის რისკს. შესაბამისად, ჩვენი სპეციალიზაციის კურსის ფარგლებში შეისწავლით ყველა საჭირო თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას და უნარ-ჩვევებს ამ მიმართულებით.
IT სფერო მუდმივად ვითარდება და ეს კურსი გაწვდით საფუძველს, რომ მოერგოთ და ისწავლოთ ახალი ტექნოლოგიები მათი გაჩენისთანავე.
შესაბამისად, SCSA-ს სისტემური ადმინისტრატორისა და ქსელური უსაფრთხოების სპეციალიზაციის კურსი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება თქვენი კარიერული განვითარებისთვის
ქსელის უსაფრთხოების გააზრება და თანამედროვე ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება, გადამწყვეტია დღევანდელ ციფრულ ლანდშაფტში. ჩვენი კურსი დაგეხმარებათ სენსიტიური მონაცემების დაცვაში, ასევე ინფრასტრუქტურის მოწყობასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
კურსის წარმატებით შემდგომ თქვენ შეძლებთ:
– ქსელური მოწყობილობების და ქსელების ინსტალაციას, კონფიგურაციას და ანალიზს – ქსელების უსაფრთხოების უზრუნველყოფას/დაცვას – ლინუქს და ვინდოუს სერვერების შექმნას, კონფიგურაციას და მართვას – ლინუქს და ვინდოუს სერვერების უსაფრთხოების შემოწმებას
– FortiGate Firewall-ების კონფიგურირებას, მართვას და უსაფრთხოების შემოწმებას
კურსის წარმატებით გავლის შემდგომ, თქვენ შეგიძლიათ დასაქმდეთ შემდეგ პოზიციებზე:
– სისტემური ადმინისტრატორი – ქსელური უსაფრთხოების სპეციალისტი – ქსელის ადმინისტრატორი – კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტი
კურსის წარმატებით გავლის შემდგომ, SCSA-ს მიერ გაცემულ ცოდნის დამადასტურებელ სერთიფიკატთან ერთად, ასევე მიიღებთ:
– Microsoft-ის მიერ გენერირებულ Windows სერვერის ადმინისტრატორის სერთიფიკატს
– Fortinet-ის მიერ გენერირებულ FortiGate-ის ადმინისტრატორის სერთიფიკატს
სასწავლო სპეციალიზაციის ჯამური ხანგრძლივობა
სპეციალიზაციის პროგრამის სრული საფასური
პროგრამის დამთავრებისთანავე 1 სრულყოფილი პროექტი პორტფოლიოსთვის
კურსზე დაშვების წინაპირობა: კურსს არ აქვს დაშვების წინაპირობა. კურსი დაგეგმილია, ისე რომ ნებისმიერმა მოტივირებულმა სტუდენტმა შეძლოს მასალის სრულყოფილად ათვისება და პრაქტიკული დავალებების შესრულება.
კურსის ფარგლებში განიხილავთ კომპიუტერის საბაზისო არქიტექტურას, დიაგნოსტიკის მეთოდებს და პერიფერიულ მოწყობილობებს. იმისათვის, რომ შეძლოთ კონკრეტული სისტემის მართვა, აწყობა და შემოწმება.
კურსის ხანგრძლივობა: 2 შეხვედრა/4 საათი
შეხვედრა 1:
შეხვედრა 2:
სასწავლო კურსი წარმოადგენს დაპროგრამების მიმართულებით თანამედროვე სტანდარტების თეორიული და პრაქტიკული გამოყენების ათვისების საშუალებას. მასში შეისწავლება თანამედროვე, დინამიური და მულტიპარადიგმული ენა „პითონი“. რომელიც თავის თავში მოიცავს ობიექტზე ორინეტირებულ , პროცედურულ, ფუნქციონალურ და იმპერატიულ პროგრამირებას.
Linux-ით იმართება მსოფლიოს სუპერკომპიუტერები, სერვერების უმეტესობა რომლებიც ინტერნეტს ამარაგებენ. ფინანსური ვაჭრობის უმეტესი ნაწილი მსოფლიოში და ორ მილიარდზე მეტი Android მოწყობილობა. კურსის მიზანია მსმენელს შეასწავლოს Linux ის ოპერაციული სისტემის ინსტალაცია, მომსახურება და ადმინისტრირება. სხვადასხვა სერვისების გაუმართაობების დადგენა და აღმოფხვრა. Shell_ის სკრიპტების დაწერა და ავტომატიზაციის შესრულება. კურსის მიზანია სტუდენტებს თეორიული და პრაქტიკული სავარჯიშოების გამოყენებით გამოუმუშაოს Linux_ის სისტემის ადმინისტრატორისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.
კურსის ხანგრძლივობა: 10 შეხვედრა/20 საათი;
შეხვედრა 1:
Basics – შესავალი, სისტემის ინსტალაცია, სანავიგაციო. ბრძანებები
შეხვედრა 2:
Basic 2 – შესავალი, უფლებების მართვა
შეხვედრა 3:
Users – სისტემის მომხმარებლების მართვა
შეხვედრა 4:
Network – ქსელური ინტერფეისების კონფიგურაცია, პაკეტების მენეჯერები, რეპოზიტორიები
შეხვედრა 5:
Storage – ფიზიკური, ლოგიკური და გარე დისკების მართვა
შეხვედრა 6:
Services – სისტემის სერვისების მართვა, SSH
შეხვედრა 7:
HTTPD – Web აპლიკაციების გამართვა
შეხვედრა 8:
LAMP stack – დინამიური web აპლიკაციების გამართვა
შეხვედრა 9:
Scripts, cron – bash სკრიპტების დაწერა, cron
შეხვედრა 10:
Docker – კონტეინერიზაციის საფუძვლები
Docker 2 – კონტეინერიზირებული აპლიკაციის შექმნა
ტესტირება
თანამედროვე მსოფლიო წარმოუდგენელია ქსელური ტექნოლოგიების გარეშე, მაგრამ, თუ გიფიქრიათ როგორ მუშაობს ეს ტექნოლოგიები? ან თუ გიფიქრიათ, რა ხდება, როდესაც ბრაუზერში კრეფთ ‘google.com’ -ს და შესვლის ღილაკს აწვებით? ან იქნებ სიტყვა „ქსელების“ გაგონება გაშინებთ? ან კიდევ ძლიერი ჰაკერები გხიბლავენ, რომლებიც ქსელში შეიჭრებიან და ყველა მანქანას თავის ნებაზე ამუშავებენ? ეს კურსი დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ რა იმალება ქსელური მექანიზმების და მათი უსაფრთხოების მიღმა. ეს კურსი შედგება სიღრმისეული პრაქტიკული და თეორიული ნაწილებისგან. პირველ ეტაპზე დეტალურად შევისწავლით მასალას, რასაც გამოვიყენებთ პრაქტიკულ თავდასხმებში, რის შემდეგაც ვიმუშავებთ ქსელის დაცვაზე. კურსის ფარგლებში შევისწავლით, როგორ მუშაობენ კონცენტრატორები, როუტერები, სვიჩები, DNS, ARP, DHCP, NAT, Firewalls და ასევე შევეხებით CISCO-ს.
კურსის ხანგრძლივობა: 10 შეხვედრა/20 საათი
შეხვედრა 1:
შესავალი: რა არის ქსელები? ქსელური მოწყობილობები? ისტორია; შესავალი ქსელურ უსაფრთხოებაში; ვირტუალური ლაბორატორიის აწყობა
შეხვედრა 2:
IPv4/MAC: რას წაარმოადგენს ის, რატომ არის საჭირო, განსხვავება მათ შორის, გლობალური და ლოკალური მისამართები
შეხვედრა 3:
OSI/ARP: როგორ პოულობენ ჰოსტები ერთმანეთს ქსელში; ARP poisoning MitM თავდასხმა და მისი თავიდან არიდების გზები
შეხვედრა 4:
Switches, ქსელის ტოპოლოგიები; VLAN, VTP: როგორ მუშაობს სვიჩები; CAM table, CAM table overflow MitM შეტევა და მისი არიდების გზები
შეხვედრა 5:
DHCP: როგორ ხდება IPv4-ის მინიჭება ჰოსტზე; Rogue DHCP server MitM თავდასხმა და მისი თავიდან არიდება
შეხვედრა 6:
DNS: როგორ მუშაობს DNS იერარქია; როგორ ხორციელდება მისამართირება; DNS spoofing MitM შეტევა და მისი თავიდან არიდება
შეხვედრა 7:
მარშრუტიზაცია: რა არის მარშრუტიზაცია, მისი გამოყენება; მარშრუტიზაციის ცხრილის მოწამვლა და მისი თავიდან არიდება
შეხვედრა 8:
NAT: როგორ მუშაობას და მისი გამოყენება
შეხვედრა 9:
FireWall: როგორ მუშაობს, მისი გამოყენება; FireWall-ის შეღწევადობა და მიტიგაცია
შეხვედრა 10:
Troubleshooting: OSI მოდელის მეთოდოლოგია
ტესტირება
Windows ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული სერვერული ოპერაციული სისტემაა, რომლის მართვის ცოდნაც ძალიან მნიშვნელოვანია სისტემური და ქსელური ადმინისტრატორებისთვის. კურსის მიზანია სტუდენტმა მიიღოს ფართო ცოდნა Windows-სერვერების შესახებ, მომავალში ოპერაციული სისტემის სწორად შერჩევის, ინსტალაციის დაგეგმვა/განხორციელების, გამართვის და სერვერული სერვისების დანერგვის ოპერაციათა მაქსიმალური ეფექტურობით განსახორციელებლად, როგორც საშუალო ასევე დიდი ზომის ორგანიზაციებში.
კურსის ხანგრძლივობა: 10 შეხვედრა/20 საათი;
შეხვედრა 1:
Windows Server-ის მიმოხილვა, მისი შედარება სამომხმარებლო ანუ Desktop ვერსიებთან; ვირტუალიზაციის დანიშნულება და ფუნქციები. ვირტუალური მანქანების მართვა; Windows-სერვერის ინსტალაცია ვირტუალურ გარემოში
შეხვედრა 2:
Windows-სერვერის საწყისი გამართვა; სერვერ-მენეჯერის გამოყენება; სერვერის როლების (Roles) და ფუნქციების (Features) აქტივაცია/დეაქტივაცია
შეხვედრა 3:
DNS და DHCP-სერვისების დანიშნულება, აქტივაცია და გამართვა
შეხვედრა 4:
დომენური ინფრასტრუქტურის შექმნა და მხარდაჭერა. დომენის ორგანიზაციული ერთეულები (OUs), მომხმარებლები (Users) და ჯგუფები (Groups)
შეხვედრა 5:
ჯგუფური პოლიტიკის (Group Policy) მართვა აქტივ დირექტორიაში. ჯგუფური პოლიტიკის იერარქია და პრიორიტეტების განაწილება ლოკალურ სისტემებში, დომენებსა და ორგანიზაციულ ერთეულებში; უტილიტები GPResult და GPUpdate
შეხვედრა 6:
Windows-სერვერის ფაილური სერვისი. საერთო დანიშნულების ფაილური რესურსების შექმნა და მართვა ჯგუფური პოლიტიკის გამოყენებით; შეზღუდვები ფაილურ რესურსებზე
შეხვედრა 7:
დაშორებული დესკტოპების სერვისი (Remote Desktop Services). საერთო ოპერაციულ სისტემასთან მომხმარებელთა პარალელური მუშაობის უზრუნველყოფის აპარატული და პროგრამული საშუალებები. დაშორებული დესკტოპების ლიცენზირების მეთოდები
შეხვედრა 8:
Active Directory Certificate Services – სერტიფიკაციის სერვისის ინსტალაცია და კონფიგურირება; PKI ინფრასტრუქტურის დანერგვა და მართვა; SSL სერტიფიკატების საცავის შექმნა და ჰოსტებზე, მომხმარებლებზე მათი მინიჭება
შეხვედრა 9:
წვდომის კონტროლი Windows-სერვერში. Windows-ფაიერვოლის აქტივაცია და მართვა,შესაბამისი ჯგუფური წესების განსაზღვრა და შესრულება
შეხვედრა 10:
Windows-სერვერის აქტიური დირექტორიის სერვისებით დომენში ინტერნეტთან წვდომის შეზღუდვის ინსტრუმენტები; Proxy-სერვისის აწყობა და მომხმარებელთა ინტერნეტ რესურსებზე წვდომის მონიტორინგი
ტესტირება
ქსელების და უსაფრთხოების მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია FortiGate მოწყობილობების მართვის, კონფიგურაციის, ადმინისტრირების და მონიტორინგის ცოდნა. FortiGate წარმოადგენს კომპანია Fortinet-ის ფაიერვოლს, რომელიც დღესდღეობით უსაფრთხოების მიმართულებით ერთ-ერთ საუკეთესო გადაწყვეტას წარმოადგენს.
კურსის ხანგრძლივობა: 10 შეხვედრა/20 საათი.
შეხვედრა 1:
შესავალი და საწყისი კონფიგურაცია
შეხვედრა 2:
უსაფრთხოების გარემო; Firewall პოლიტიკები
შეხვედრა 3:
Network Address Translation (NAT); Firewall ავთენტიფიკაცია
შეხვედრა 4:
ლოგირება და მონიტორინგი
შეხვედრა 5:
სერტიფიკატების ოპერაციები
შეხვედრა 6:
ვებ ფილტრაცია
შეხვედრა 7:
აპლიკაციების კონტროლი
შეხვედრა 8:
ანტივირუსი
შეხვედრა 9:
შეღწევის პრევენცია და Denial of Service
შეხვედრა 10:
SSL VPN
ტესტირება
ფინალური პროექტის ფარგლებში სტუდენტები გამოიყენებენ სპეციალიზაციის საგნების გავლის დროს მიღებულ ცოდნას. ფინალური პროექტი მოიცავს პრაქტიკულ საკითხებს კურსის სხვადასხვა მიმართულებებიდან. პროექტის მსვლელობისას სტუდენტები გაიყოფიან ჯგუფებად სპეციალური დავალებების შესასრულებლად. ფინალური პროექტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში სტუდენტი მიიღებს სპეციალიზაციის სერტიფიკატს.
კურსის ფარგლებში მსმენელი ისწავლის რეალური ანალიტიკური ამოცანების ამოხსნას Python პროგრამირების ენის გამოყენებით. კურსი მოიცავს: ალგორითმებს Python – ის გამოყენებით, ტესტირებასა და გამოსწორებას (testing and debugging) Python-ის გამოყენებით, Python – ში კლასებთან მუშაობას, ალგორითმულ სირთულეებს და მონაცემთა სტრუქტურებს.
კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს პითონის აქტუალური, პრაქტიკაში ფართოდ გამოიყენებადი თემები. კურსის ფარგლებში ღრმად შეისწავლით პარალელურ პროგრამირებას, მონაცემთა ბაზებს, მომხმარებლის გრაფიკულ ინტერფეისს და მონაცემთა მეცნიერებას (data science). კურსის ფარგლებში, სტუდენტები შეასრულებენ პრაქტიკულ დავალებებს და დაწერენ რეალური აპლიკაციების სხვადასხვა მოდულებს.
Django არის თავისუფალი (open-source) ფრეიმვორკი ვებ აპლიკაციების და საიტების შესაქმნელად. Django დაწერილია Python პროგრამირების ენაზე. ფრეიმვორკი (framework) – ხელსაწყოების კრებული, რომლის მეშვეობით ხდება ვებ პროგრამების და საიტების შექმნა უფრო სწრაფად და მარტივად ვიდრე ნულიდან ანალოგიური სისტემების შემუშავება. Django – ს გააჩნია საკუთარი აგებულება და ფაილთა სტრუქტურა, რომელიც მუშავდება ე.წ. ძრავის ან ბირთვის მეშვეობით.
ფინალური პროექტის ფარგლებში სტუდენტები გამოიყენებენ სპეციალიზაციის საგნების გავლის დროს მიღებულ ცოდნას. ფინალური პროექტი მოიცავს პრაქტიკულ საკითხებს კურსის სხვადასხვა მიმართულებებიდან. პროექტის მსვლელობისას სტუდენტები გაიყოფიან ჯგუფებად სპეციალური დავალებების შესასრულებლად. ფინალური პროექტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში სტუდენტი მიიღებს სპეციალიზაციის სერტიფიკატს.
კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი; კიბერ უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი; SCSA პრეზიდენტი.
ლექტორი & OSCP სერტიფიცირებული შეღწევადობის ტესტერი; კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი
კომპანია Cisco ქსელური აკადემიის ინსტრუქტორი; SCSA-ლექტორი; კიბერ უსაფრთხოებაში Fortinet-ის სერტიფიცირებული წევრი
სპეციალიზაციის საფასურის გადახდა შესაძლებელია 2 ნაწილად
დაწყების თარიღი: 04.10.2024
ოთხშაბათი - პარასკევი: 19:00 – 21:00
ჩატარების ტიპი: offline/online
პროგრამის საფასური: 990 ლარი
შპს კომპიუტერული მეცნიერების სემინარებთან პარტნიორობით
IN THE PARTNERSHIP WITH LTD COMPUTER SCIENCE SEMINARS
SUPPORT BY scsa.ge
თქვენი IT სისტემების მთლიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაცია (SCSA) გთავაზობთ სისტემის უსაფრთხოების აუდიტს, რათა უზრუნველყოს თქვენი სისტემის ყოვლისმომცველი შეფასება. შეღწევადობის ტესტისგან განსხვავებით, რომელიც ფოკუსირებულია დაუცველობის გამოყენებაზე, უსაფრთხოების აუდიტი უფრო ფართო მიდგომას წარმოადგენს.
SCSA-ს უსაფრთხოების პროფესიონალები ზედმიწევნით შეისწავლიან თქვენს სისტემებს, პოლიტიკებს და პროცედურებს. ისინი განიხილავენ წვდომის კონტროლს, მონაცემთა უსაფრთხოების პრაქტიკას, ქსელის კონფიგურაციას და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკის დაცვას. ეს სიღრმისეული ანალიზი გვეხმარება სისუსტეების და სფეროების, იდენტიფიცირებაში, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ თავდამსხმელებმა და სადაც შესაბამისობის რეგულაციები შესაძლოა სრულად არ იყოს დაცული.
აუდიტის შემდეგ, SCSA წარუდგენს დეტალურ ანგარიშს, სადაც აღწერილი იქნება უსაფრთხოების ხარვეზები, პოტენციური რისკები და რეკომენდებული გაუმჯობესებები. ეს საშუალებას გაძლევთ პრიორიტეტულად დაგეგმოთ მოქმედებები თქვენი სისტემების გასაძლიერებლად და შექმნათ უფრო ძლიერი უსაფრთხოების სისტემა. აუდიტის დროს გამოვლენილი დაუცველობის და ნაკლოვანებების პროაქტიული მოგვარებით, თქვენ შეგიძლიათ მნიშვნელოვნად შეამციროთ მონაცემთა დარღვევისა და კიბერშეტევების რისკი.