დაწყების თარითი: 21/09/2023
სამშაბათი და ოთხშაბათი 19:00-21:00
ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ვებ საიტების და აპლიკაციების მიმართულება ხდება სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი. ვებ დეველოპერის სპეციალიზაციის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ვებ ტექნოლოგიების მიმართულებით აქტუალურ საგნებს, ისეთებს, როგორიცაა HTML / CSS და JavaScript ტექნოლოგიები, ამასთან ერთან, სპეციალიზაციის ფარგლებში ისწავლება CMS WordPress – ის გაძლიერებული გამოყენება და დღეისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული React JS ბიბლიოთეკა. სპეციალიზაციის ბოლოს, მონაწილეებს ექნებათ შესასრულებელი ფინალური პროექტი, რომლის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის სახელით გაიცემა სპეციალიზაციის სერტიფიკატი. აღსანიშნავია, რომ წარმატებულ კურსდამთავრებულებს სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაცია დაეხმარება და გაუწევს რეკომენდაციას დარგის ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დროს.
სპეციალიზაციის ფარგლებში მსმენელები დაეუფლებიან ვებ დეველოპერის პროფესიას და კურსის დამთავრებისთანავე დამოუკიდებლად შეძლებენ:
– ძირითადი ვებ ტექნოლოგიების პრაქტიკაში გამოყენებას;
– მუშაობას Markup – ის სპეციალისტის მიმართულებით;
– მუშაობას front-end დეველოპერის პოზიციაზე;
– მუშაობას WordPress full stack დეველოპერის პოზიციაზე.
ვისთვის არის ეს სპეციალიზაცია?
სასწავლო სპეციალიზაციის ჯამური ხანგრძლივობა
სპეციალიზაციის პროგრამის სრული საფასური
პროგრამაში მონაწილეობა ხდება გასაუბრების საფუძველზე
მსმენელები შეისწავლიან HTML და CSS ტექნოლოგიების გამოყენებით სტატიკური ვებ გვერდების შექმნის ძირითად მეთოდებს. ასევე საგანი მსმენელს შეასწავლის ინტერაქტიულ და ვიზუალურ ეფექტებს ვებ HTML და CSS ტექნოლოგიების გამოყენებით. მსმენელები შეისწავლიან მარკირების ენის ძირითად კონცეფციას და პრაქტიკაზე გამოყენებას.
დღეისთვის JavaScript არის ერთ-ერთი მოთხოვნადი და მოქნილი დაპროგრამების ენა, რომელიც გამოიყენება მრავალ სფეროში. JavaScript-ის მეშვეობით შესაძლებელია ინტერაქტიული ვებ გვერდების შექმნა, სერვერთან მოთხოვნების გაგზავნის გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დაპროგრამების ენის მეშვეობით შეიძლება შეიქმნას დინამიური ვებ სისტემები.
კურსი მსმენელს შეასწავლის სტატიკური და დინამიური საიტების შექმნას ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული CMS – ის, WordPress – ის გამოყენებით. კურსის ფარგლებში განიხილება როგორც სტატიკური, ასევე დინამიური ელემენტების დამუშავება შესაბამისი ფუნქციების და სტრუქტურების გამოყენებით.
React გამოიყენება ვებ და მობილური აპლიკაციებისთვის. React საშუალებას აძლევს დეველოპერებს შექმნან მასშტაბური ვებ აპლიკაციები, რომლებსაც შეუძლიათ მონაცემების შეცვლა, გვერდის გადატვირთვის გარეშე. სასწავლო კურსი პრაქტიკული მაგალითებით იქნება დატვირთული, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტის ცოდნის გაღრმავებას front-end ტექნოლოგიების მიმართულებით.
ფინალური პროექტის ფარგლებში სტუდენტები გამოიყენებენ სპეციალიზაციის საგნების გავლის დროს მიღებულ ცოდნას. ფინალური პროექტი მოიცავს პრაქტიკულ საკითხებს ვებ პროგრამირების სხვადასხვა მიმართულებებიდან. პროექტის მსვლელობისას სტუდენტები გაიყოფიან ჯგუფებად სპეციალური დავალებების შესასრულებლად. ფინალური პროექტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში სტუდენტი მიიღებს სპეციალიზაციის სერტიფიკატს.
ვიცე-პრეზიდენტი, დეველოპერების გუნდის მენტორი, სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაცია SCSA
სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის ვებ დეველოპერების გუნდის ხელმძღვანელი, ვებ პენტესტერი.
სპეციალიზაციის საფასურის გადახდა შესაძლებელია 2 ნაწილად
დაწყების თარიღი: 21/09/2023
სამშაბათი და ხუთშაბათი: 19:00-21:00
პროგრამის საფასური: 990 ლარი
შპს კომპიუტერული მეცნიერების სემინარებთან პარტნიორობით
IN THE PARTNERSHIP WITH LTD COMPUTER SCIENCE SEMINARS
SUPPORT BY scsa.ge