სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაცია ჩართულია როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში და აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებთან. ჩვენი ჩართულობით პროექტები ფინანსდება როგორც ადგილობრივი სამეცნიერო ფონდების, ისე საერთაშორისო აქტორების ჩართულობითა და დახმარებით. ასოციაცია არის ევროკავშირის Erasmus+-ის დაფინანსებული არაერთი პროექტის კონსორციუმის წევრი და განმახორციელებელი ქვეყანაში.

ასოციაცია თანამშრომლობს არამარტო კონკრეტულ მეცნიერებთან, არამედ ორგანიზაციებთანაც. ჩვენ პარტნიორ კვლევით ინსტიტუტებს წარმოადგენენ, მათ შორის, კავკასიის უნივერსიტეტი, შავი ზღვის უნივერსიტეტი, ბრაშოვის ტრანსილვანიის უნივერსიტეტი (რუმინეთი), კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი (უკრაინა), ეროვნული საავიაციო უნივერსიტეტი (უკრაინა), კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (ლიეტუვა), ავეიროს უნივერსიტეტი (პორტუგალია), ვალადოლიდის უნივერსიტეტი (ესპანეთი), ფერლ დიკინსონის უნივერსიტეტი (აშშ), ლილის უნივერსიტეტი (საფრანგეთი), ინჰას უნივერსიტეტი (უზბეკეთი).

 

 

service filters

 საერთაშორისო სკოლა „კიბერ უსაფრთხოება და ხელოვნური ინტელექტი“

საერთაშორისო სკოლა „კიბერ უსაფრთხოება და ხელოვნური ინტელექტი“

პროექტის ფარგლებში იგეგმება საერთაშორისო სკოლის “კიბერ უსაფრთხოება და ხელოვნური ინტელექტი”-ის დაარსება. სკოლის მიზანია საქართველოში კიბერ უსაფრთხოების და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებების განვითარება, როგორც პრაქტიკული, ასევე სამეცნიერო კუთხით.
პროექტის ფარგლებში მოწვეული იქნებიან საერთაშორისო ექსპერტები შემდეგი ქვეყნებიდან: ლიტვიდან, რუმინეთიდან, უკრაინიდან, ამერიკიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან.
პროექტის ხანგრძლივობა 4 თვე. პროექტი დაიწყება 01.08.2023 და დასრულდება 30.11.2023.

უსაფრთხო მრავალშრიანი 5G და მომდევნო ქსელების განვითარების მეთოდოლოგია საქართველოში აბონენტთა სპეციალური ჯგუფების საჭიროებებისთვის

უსაფრთხო მრავალშრიანი 5G და მომდევნო ქსელების განვითარების მეთოდოლოგია საქართველოში აბონენტთა სპეციალური ჯგუფების საჭიროებებისთვის

პროექტის მიზანია: კომუნიკაციის საჭიროების მქონე, სპეციალური სამიზნე ჯგუფების განსაზღვრა; 5G ქსელის უსაფრთხოების ძირითადი ინდიკატორების შეფასების მეთოდის შემუშავება/განვითარება ახალი მეტრიკისა და წესების შემუშავებით, რომელიც ითვალისწინებს 5G ფიჭური ქსელების ფუნქციონირების სპეციფიკას და აბონენტთა სხვადასხვა ჯგუფისთვის მიწოდებულ სერვისებს; 5G ქსელის შეღწევადობის ტესტირების ავტომატიზაციის დანერგვა; AI ზე დაფუძნებული შიფრაციის მეთოდიანი ეკოსისტემის შემუშავება 5G ქსელისთვის; კვანტური გასაღების გავრცელების მეთოდის გაუმჯობესება 5G ქსელის შესაბამის სეგმენტისთვის; მიღებული გადაწყვეტილების ტესტირება და ვალიდაცია პროექტი დაიწყო 2023 ში და დასრულდება 2026_ში.

 პოსტკვანტური ციფრული ხელმოწერის სქემების შექმნის ინოვაციური მიდგომა

 პოსტკვანტური ციფრული ხელმოწერის სქემების შექმნის ინოვაციური მიდგომა

პროექტის მიზანია შეიქმნას ციფრული ხელმოწერის სქემა ახალი ტექნოლოგიის “Verkle tree”-ს გამოყენებით. სქემას ექნება ხელმოწერის შემცირებული ზომა და ის იქნება უსაფრთხო კვანტური კომპიუტერების თავდასხმების მიმართ. პროექტი დაიწყო 2022 წელს და დასრულდება 2024 – ში.

კიბერ უსაფრთხოების Cisco აკადემია ბავშვებისთვის

კიბერ უსაფრთხოების Cisco აკადემია ბავშვებისთვის: აკადემიის მიზანია საქართველოში კიბერ უსაფრთხოების მიმართულებების განვითარება, როგორც პრაქტიკული, ასევე სამეცნიერო კუთხით. მიზნის მისაღწევად, გამოყენებული იქნა ამერიკის შეერთებულ შტატებში ბაზირებული კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების მსოფლიო გიგანტის კომპანია Cisco Systems-ის კომპლექსური სასწავლო პროგრამა, რომელიც განთავსებულია ონლაინ სასწავლო პლატფორმაზე netacad.com.
პროექტი დაიწყო 01.10.2022 – ში და გაგრძელდა 1 წლის განმავლობაში.

ევროკავშირის პრაქტიკაზე დაფუძნებული მონაცემთა დაცვის სეზონური სკოლა

ევროკავშირის პრაქტიკაზე დაფუძნებული მონაცემთა დაცვის სეზონური სკოლა: პროექტის მიზანია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლება მომხმარებლებში. ბოლო პერიოდში კიბერ უსაფრთხოების მიმართ გამახვილებული განსაკუთრებული ყურადღებისა, სამწუხაროდ მაინც აქტუალურია GDPR თან დაკავშირებული გამოწვევები, როგორც ამ პროფილის სპეციალისტებში ასევე რიგით მომხმარებლებში. პროექტის ფარგლებში ეწყობა სეზონური სკოლები სტუდენტებისთვის, აკადემიური სექტორისთვის, ბიზნეს სექტორისთვის და ონლაინ ტრენინგები ფართო საზოგადოებისთვის. ღონისძიებები არის უფასო.
დაფინანსების წყარო: Erasmus+ (Jean Monnet Modules).
ხანგრძლივობა – 3 წელი.

გრაფემატული კვლევებისთვის ალგორითმისა და სამუშაო ვებ-პლატფორმის შექმნა

გრაფემატული კვლევებისთვის ალგორითმისა და სამუშაო ვებ-პლატფორმის შექმნა: პროექტის ფარგლებში მუშავდება მანქანურ სწავლებაზე დაფუძნებული გრაფიკული გამოსახულების შექმნის პერიოდის და მათზე დატანილი ტექსტების ამომცნობი სისტემა, რომელიც ავტომატურად ადგენს შექმნილი გრაფიკული გამოსახულების რეალურ პერიოდს კონკრეტული პარამეტრების მიხედვით. პროექტის შედეგად მიიღება ალგორითმი გრაფემატული კვლევებისთვის  და შესაბამისი სამუშაო ვებ-პლატფორმა.  პროექტი დაიწყო 2022 წელს და დასრულდება 2024 – ში.  

კიბერ უსაფრთხოების და 5G-ს ლიგა

კიბერ უსაფრთხოების და 5G-ს ლიგა: სეზონური სკოლის პროექტში ჩართულები იყვნენ როგორც ლოკალური ასევე საერთაშორისო სპეციალისტები – პროფესორები 8 ქვეყნიდან, კერძოდ საქართველო, უკრაინა, ესპანეთი, იტალია, რუმინეთი, აშშ, ლიეტუვა და საფრანგეთი. კიბერ უსაფრთხოების და 5G-ს ლიგის ფარგლებში მსმენელებმა შეისწავლეს კიბერ უსაფრთხოების და 5G ტექნოლოგიების პრაქტიკულ და სამეცნიერო ასპექტებს, გაეცნენ აღნიშნული მიმართულებით აქტუალურ თანამედროვე საკითხებს და მიიღეს პრაქტიკული ცოდნა სფეროს წამყვანი საერთაშორისო სპეციალისტებისგან. პროექტი დაიწყო 2022 წელს და წარმატებით დასრულდა იმავე წელს.

5G ქსელის უსაფრთხოება

5G ქსელის უსაფრთხოება: პროექტის მიზანია 5G ქსელში არსებული კიბერ საფრთხეების, სისუსტეების შესწავლა და უსაფრთხოების ფუნქციების შემუშავება. პროექტის ფარგლებში აიწყობა მიკრო 5G ლაბი სადაც მოხდება სხვადასხვა სიმულაციების, კიბერ შეტევების განხორცილება და ახალი ალგორითმების ტესტირება. კვლევისას მიღებული შედეგების განხილვა მოხდა ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში. საგრანტო კვლევის ხელმძღვანელი იყო პროფესორი მაქსიმ იავიჩი და საერთაშორისო კონსულტანტი პროფესორი სერგი გნატიუკი. პროექტი დაიწყო 2021 წელს და წარმატებით დასრულდა 2022 – ში.

კიბერ განათლების ევროკავშირის ხელშეწყობა (PEU-C-E)

კიბერ განათლების ევროკავშირის ხელშეწყობა (PEU-C-E): პროექტის მიზანია სტუდენტებისთვის, მასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის და მენეჯერებისთვის კიბერ განათლების ევროპული გამოცდილების გაზიარება, რაც გაზრდის ინტერნეტში უსაფრთხოების დონეს მოწყვლადი ახალგაზრდა აუდიტორიისთვის.  პროექტი დაფინანსდა EACEA – ს მიერ. პროექტი დაიწყო 2020 წელს და წარმატებით დასრულდა 2022-ში. 

მატარებლის მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდის ახალი მეთოდი ბოჭკოვანი ოპტიკური სარკინიგზო სქემების ბაზაზე

მატარებლის მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდის ახალი მეთოდი ბოჭკოვანი ოპტიკური სარკინიგზო სქემების ბაზაზე: პროექტის მიზანი იყო რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდა შესაბამისი სარკინიგზო სქემების შემუშავების გზით.  პროექტი დაფინანსდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. პროექტი დაიწყო 2019 წელს და წარმატებით დასრულდა 2022-ში. 

კიბერ ინციდენტებზე რეაგირების პლატფორმა 5G ფიჭური ქსელებისთვის

კიბერ ინციდენტებზე რეაგირების პლატფორმა 5G ფიჭური ქსელებისთვის: პროექტის მიზანი იყო, 5G ფიჭური ქსელებისთვის ჭკვიანი კიბერ უსაფრთხოების ფუნქციის შექმნა. პროექტი დაფინანსდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. პროექტი დაიწყო 2020 წელს და წარმატებით დასრულდა 2021-ში. 

კომპიუტერული მეცნიერების და კიბერ უსაფრთხოების საბავშვო უნივერსიტეტი

კომპიუტერული მეცნიერების და კიბერ უსაფრთხოების საბავშვო უნივერსიტეტი:  პროექტის მიზანი იყო საქართველოს სკოლის მოსწავლეებისთვის კიბერ უსაფრთხოების მიმართულებების გაცნობა, როგორც პრაქტიკული, ასევე სამეცნიერო კუთხით. პროექტი დაფინანსდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. პროექტი წარმატებით დასრულდა 2020 წელს.

ეფექტური პოსტ-კვანტური კრიპტოგრაფიის სქემის მოდელი

ეფექტური პოსტ-კვანტური კრიპტოგრაფიის სქემის მოდელი: პროექტის მიზანი იყო პოსტ-კვანტური კრიპტოგრაფიული სქემების ეფექტურობის და უსაფრთხოების გაზრდა. პროექტი დაფინანსდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. პროექტი დაიწყო 2019 წელს და წარმატებით დასრულდა 2021-ში. 

შემთხვევითი რიცხვების გენერატორები კრიპტოგრაფიისთვის

შემთხვევითი რიცხვების გენერატორები კრიპტოგრაფიისთვის: პროექტის მიზანი იყო ეფექტური და უსაფრთხო ახალი შემთხვევითი რიცხვების გენერატორის შექმნა. პროექტი დაფინანსდა კავკასიის უნივერსიტეტის მიერ. პროექტი დაიწყო 2019 წელს და წარმატებით დასრულდა 2021-ში.

ციფრული ხელმოწერების სქემები პოსტ-კვანტური ომისათვის

ციფრული ხელმოწერების სქემები პოსტ-კვანტური ომისათვის: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის და უკრაინაში ტექნოლოგიების და მეცნიერების ცენტრის მიერ დაფინანსებული საერთო საგრანტო პროექტი, რომლის განხორციელებაში ჩართული იყვნენ კიბერ უსაფრხთხოების მეცნიერთა ასოციაციის გუნდის წევრები. პროექტის შედეგად შეიქმნა ეფექტური და უსაფრთხო ციფრულ ხელმოწერის სქემა, რომლის გამოყენება იქნება შესაძლებელი პოსტ-კვანტურ ეპოქაში. პროექტზე მუშაობა დაიწყო 2017 წლის ივლისში და წარმატებით დასრულდა 2019 წელს.

პოსტ-კვანტური კრიპტოგრაფია

პოსტ-კვანტური კრიპტოგრაფია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტი, რომელიც განხორციელდა ასოციაციის გუნდის წევრების მიერ. პროექტი წარმატებით მიმდინარეობდა 2016 წლიდან, მიღებულია გარკვეული შედეგები, რომელიც გავრცელებულია მსოფლიო კიბერ უსაფრთხოების ექსპერტებთან, აგრეთვე ინფორმაცია გავრცელებულია თემატურ საერთაშორისო ჯგუფებში. პროექტი წარმატებით დასრულდა 2018 წლის იანვარში, მიღებულია შედეგი ახალი პოსტ-კვანტური კრიპტოსისტემის სახით.

ქალთა გაძლიერება კიბერუსაფრთხოებაში ევროკავშირის გამოცდილებით – WISEC ACADEMY

ქალთა გაძლიერება კიბერუსაფრთხოებაში ევროკავშირის გამოცდილებით – WISEC ACADEMY

პროექტის უპირველესი მიზანია ქალთა IT განათლების განვითარება, განსაკუთრებით კიბერუსაფრთხოების და მონაცემთა დაცვის სფეროებში, ქალთა განათლების ხარისხის გაზრდა საქართველოში ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით და, აკადემიასა და საზოგადოებას შორის კომუნიკაციის წახალისება. გარდა ამისა, პროექტი მიზნად ისახავს ქალების მიერ მონაცემთა დაცვის საკითხების გაგებას უფრო ფართო სოციალურ კონტექსტში. WISEC აკადემიის ფარგლებში, ორგანიზებული იქნება ევროკავშირის გამოცდილებაზე დაფუძნებული კიბერ უსაფრთხოების ყოვლისმომცველი ინტენსიური სასწავლო პროგრამა სხვადასხვა სეგმენტში მოღვაწე ქალებისთვის (სტუდენტებისთვის, ფართო საზოგადოებისთვის, IT გამოცდილების მქონე სპეციალისტებისთვის). ასევე ჩატარდება კიბერუსაფრთხოების ტრენინგები რეგიონებში მცხოვრები ქალებისთვის მონაცემთა უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით. პროექტი დაიწყო 2023 წელს და დასრულდება 2026-ში. დაფინანსების წყარო: Erasmus+ (Jean Monnet Modules). ხანგრძლივობა – 3 წელი.

სისტემის უსაფრთხოების აუდიტი

თქვენი IT სისტემების მთლიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაცია (SCSA) გთავაზობთ სისტემის უსაფრთხოების აუდიტს, რათა უზრუნველყოს თქვენი სისტემის ყოვლისმომცველი შეფასება. შეღწევადობის ტესტისგან განსხვავებით, რომელიც ფოკუსირებულია დაუცველობის გამოყენებაზე, უსაფრთხოების აუდიტი უფრო ფართო მიდგომას წარმოადგენს.

SCSA-ს უსაფრთხოების პროფესიონალები ზედმიწევნით შეისწავლიან თქვენს სისტემებს, პოლიტიკებს და პროცედურებს. ისინი განიხილავენ წვდომის კონტროლს, მონაცემთა უსაფრთხოების პრაქტიკას, ქსელის კონფიგურაციას და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკის დაცვას. ეს სიღრმისეული ანალიზი გვეხმარება სისუსტეების და სფეროების, იდენტიფიცირებაში, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ თავდამსხმელებმა და სადაც შესაბამისობის რეგულაციები შესაძლოა სრულად არ იყოს დაცული.

აუდიტის შემდეგ, SCSA წარუდგენს დეტალურ ანგარიშს, სადაც აღწერილი იქნება უსაფრთხოების ხარვეზები, პოტენციური რისკები და რეკომენდებული გაუმჯობესებები. ეს საშუალებას გაძლევთ პრიორიტეტულად დაგეგმოთ მოქმედებები თქვენი სისტემების გასაძლიერებლად და შექმნათ უფრო ძლიერი უსაფრთხოების სისტემა. აუდიტის დროს გამოვლენილი დაუცველობის და ნაკლოვანებების პროაქტიული მოგვარებით, თქვენ შეგიძლიათ მნიშვნელოვნად შეამციროთ მონაცემთა დარღვევისა და კიბერშეტევების რისკი.

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association