საკვირაო კიბერ უსაფრთხოების სკოლის ფარგლებში, მოსწავლეებს ექნებათ 4 ლექცია კვირაში, კვირა დღეს. მოსწავლეები ისწავლიან პროგრამირებას, ვებ პროგრამირებას და კიბერ უსაფრთხოებას. კიბერ უსაფრთხოება მოიცავს: გამოყენებით უსაფრთხოებას, პროგრამული უზრუნველყოფის უსაფრთხოებას, კრიპტოგრაფიას და ქსელურ უსაფრთხოებას. პროგრამირება მოიცავს: Python, C++ და C#. ვებ პროგრამირება მოიცავს html/css, java script, PHP.
მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს და საერთაშორისო შეჯიბრებებში ინფორმაციული ტექნოლოგიების და კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით.
მიიღებიან 12-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეები
მეცადინეობები მიმდინარეობს ყოველ კვირა დღეს:
პირველი ჯგუფი (11:00 – დან 15:00 – საათამდე)
საგნების ჩამონათვალი:
- ეთიკური ჰაკინგი
- კრიპტოგრაფია
- ავტომატიზაცია Python-ზე / C
- ვებ ტექნოლოგიები php / mysql
მეორე ჯგუფი (15:00 – დან 19:00 – საათამდე):
საგნების ჩამონათვალი:
- კიბერ უსაფრთხოება
- პროგრამირება Python / C
- ვებ ტექნოლოგიები html/css, JavaScript
- Adobe Photoshop / Corel Draw
ყოველთვიური საფასური შეადგენს 150 ლარს.