თარიღი
/   ავტორიSCSA

რა იციან ვებსაიტებმა თქვენს შესახებ ?

 რუბრიკა:  სკრიპტები

Cover your tracks სერვისი იძლევა დეტალურ ინფორმაციას ყველა იმ ინფორმაციის შესახებ, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია თქვენი იდენტიფიცირება.

დღეს უკვე ვერავის გააკვირვებთ იმით, რომ თვალთვალის ალგორითმები აგროვებენ თქვენს შესახებ არსებულ ინფორმაციას. ამის მიუხედავად, მომხმარებელთა უმეტესობა ამას გაზვიადებულად მიიჩნევს და არა ფაქტად.უფრო მეტიც, ბევრს წარმოდგენაც არ აქვს, თუ რა სახის ინფორმაციას აგროვებენ ტრეკერები.

Cover Your Tracks – სერვისის დახმარებით, შეგიძლიათ გაიგოთ, თუ რა ინფორმაციას გადასცემს თქვენი ბრაუზერი თქვენს და თქვენი კომპიუტერის შესახებ. ეს სერვისი იძლევა დეტალურ ინფორმაციას ყველა იმ ინფორმაციის შესახებ, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია თქვენი იდენტიფიცირება: დაწყებული ყველა სახის ანაბეჭდებიდან ვიდეოკარტისა და პროცესორის მოდელის ჩათვლით.

საიტი უფასოა და მარტივი გამოსაყენებელია – უბრალოდ დააჭირეთ ღილაკს “Test your browser” და რამდენიმე წამში მიიღებთ ყველა იმ ინფორმაციას, რაც სერვისმა შეიძლება გაიგოს თქვენს შესახებ. ასევე, ყურადღება მიაქციეთ „ჩეკ ბოქსს“ ღილაკის ქვეშ – მისი შემოწმებით შეგიძლიათ გაიგოთ, ახერხებს თუ არა თქვენი პროგრამული უზრუნველყოფა ტრეკერების დაბლოკვას.

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

სისტემის უსაფრთხოების აუდიტი

თქვენი IT სისტემების მთლიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაცია (SCSA) გთავაზობთ სისტემის უსაფრთხოების აუდიტს, რათა უზრუნველყოს თქვენი სისტემის ყოვლისმომცველი შეფასება. შეღწევადობის ტესტისგან განსხვავებით, რომელიც ფოკუსირებულია დაუცველობის გამოყენებაზე, უსაფრთხოების აუდიტი უფრო ფართო მიდგომას წარმოადგენს.

SCSA-ს უსაფრთხოების პროფესიონალები ზედმიწევნით შეისწავლიან თქვენს სისტემებს, პოლიტიკებს და პროცედურებს. ისინი განიხილავენ წვდომის კონტროლს, მონაცემთა უსაფრთხოების პრაქტიკას, ქსელის კონფიგურაციას და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკის დაცვას. ეს სიღრმისეული ანალიზი გვეხმარება სისუსტეების და სფეროების, იდენტიფიცირებაში, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ თავდამსხმელებმა და სადაც შესაბამისობის რეგულაციები შესაძლოა სრულად არ იყოს დაცული.

აუდიტის შემდეგ, SCSA წარუდგენს დეტალურ ანგარიშს, სადაც აღწერილი იქნება უსაფრთხოების ხარვეზები, პოტენციური რისკები და რეკომენდებული გაუმჯობესებები. ეს საშუალებას გაძლევთ პრიორიტეტულად დაგეგმოთ მოქმედებები თქვენი სისტემების გასაძლიერებლად და შექმნათ უფრო ძლიერი უსაფრთხოების სისტემა. აუდიტის დროს გამოვლენილი დაუცველობის და ნაკლოვანებების პროაქტიული მოგვარებით, თქვენ შეგიძლიათ მნიშვნელოვნად შეამციროთ მონაცემთა დარღვევისა და კიბერშეტევების რისკი.

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association