თარიღი
/   ავტორიdavit-user

წარმატების ისტორია

 რუბრიკა:  წარმატების ისტორია

მოხარულები ვართ გაგიზიაროთ ჩვენი სტუდენტის, დაჩი ზედგინიძის წარმატების ისტორია. დაჩი კავკასიის უნივერსიტეტისა და ნიუ ჯერსი სითი უნივერსიტეტის კიბერ უსაფრთხოების ერთობლივი პროგრამის სტუდენტია. რომელიც თავის კარიერას საქართველოს კიბერ უსაფრთხოების ბიუროში გააგრძელებს:

ინტერვიუ დაჩისთან:
1 – კომპანიის დასახელება და თქვენი ახლანდელი პოზიცია?
საქართველოს კიბერუსაფრთხოების ბიურო – შეღწევადობის ტესტირების განყოფილების უმცროსი ინჟინერი.
2 – რას გულისხმობს შეღწევადობის ტესტირების ინჟინრის როლი ?
შეღწევადობის ტესტირების ინჟინერს ევალება შეამოწმოს კომპიუტერული სისტემები, ქსელები და აპლიკაციები და აღმოაჩინოს მათი სისუსტეები, რომლის გამოყენებასაც ეცდებოდა ჰაკერი ზიანის მისაყენებლად.
3 – როგორ გაიგეთ სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის შესახებ ?
სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების შესახებ პირველად კავკასიის უნივერსიტეტში კიბერუსაფრთხოების ლექტორისგან გავიგე.
4 – რა როლი ითამაშა სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციამ თქვენს კარიერაზე ?
ასოციაციაში მიღებულმა ცოდნამ ხელი შემიწყო გადამეწყვიტა რა განხრით ამერჩია კარიერა და მეპოვნა სასურველი სამსახური.
5 – კიბერუსაფრთხოების რა მიმართულებას გამოყოფდით როგორც თქვენთვის უფრო საინტერესოს?
კიბერუსაფრთხოება ძალიან ფართო თემაა და ყველა მიმართულება ძალიან საინტერესოა, მაგრამ მე Red Teaming და Pen Testing მაინტერესებს ყველაზე მეტად.
6 – როგორ ხედავთ თქვენს თავს ამ მიმართულებით ახლო მომავალში?
დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ საინტერესო პროექტზე ვიმუშავებ და სხვადასხვა ტექნოლოგიას და განხრას შევისწავლი და შევიძენ ისეთ უნარებს, რომლებიც ღირებული იქნება საერთაშორისო ბაზარზე.

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association