თარიღი
/   ავტორიSCSA

აშშ – საქართველოს შორის მემორანდუმი 5G სფეროში

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაცია უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად მუშაობს 5G უსაფრთხოების მიმართულებით.

ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს მთავრობამ გააფორმა ურთიერთგაგების მემორანდუმი 5G ინტერნეტის მიმართულებით თანამშრომლობაზე. მეხუთე თაობის ინტერნეტის კავშირის განვითარება და მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი მთელი მსოფლიოს ტექნოლოგიური განვითარებისთვის. ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით უსაფრთხოების და მომხმარებლების დაცულობის მიდგომები ერთ-ერთი პრიორიტეტია როგორც აშშ-ს ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის.

ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს მთავრობა აღნიშნავს ახალი საკომუნიკაციო საშუალებებისთვის საჭირო აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების მნიშვნელობას. ორივე ქვეყნის მთავრობა აღნიშნავს, რომ ახალი პროდუქტები უნდა ითვალისწინებდნენ თანამედროვე 5G ტექნოლოგიის მხარდაჭერას. ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტად აღინიშნა 5G მიმართულებით შექმნილი და დაგეგმილი პროდუქტების უსაფრთხოება, რაც უნდა იყოს გათვალისწინებული სისტემების განვითარებასთან ერთად.

აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაცია უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად მუშაობს 5G უსაფრთხოების მიმართულებით. ამასთან ერთად ასოციაციის მიერ ხორციელდება ინოვაციური პროექტი “კიბერ ინციდენტებზე რეაგირების პლატფორმა 5G ფიჭური ქსელებისთვის”. აღნიშნული პროექტის მიზანია, შეიქმნას ჭკვიანი კიბერ უსაფრთხოების ფუნქცია 5G ფიჭური ქსელებისთვის. პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. პროექტი დაიწყო 2020 წელს და დასრულდება 2021-ში.

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association