თარიღი
/   ავტორიSCSA

აპლიკაციების ინტერნეტ ტრაფიკის მონიტორინგი

 რუბრიკა:  სმარტფონები

არსებობს მობილური ტრაფიკის მონიტორინგის რამდენიმე გზა, ამ შემთხვევაში შეგვიძლია განვიხილოთ აპლიკაცია GlassWire, რომელიც მუშაობს Android ოპერაციულ სისტემაზე მყოფ მოწყობილობებზე.

ძალიან ხშირად გვაინტერესებს მობილური ინტერნეტის მოხმარების დონე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ არ გვაქვს წვდომა Wi-Fi-თან და სრულიად ვართ დამოკიდებულები მობილურ კავშირზე. ჩვენი სმარტფონების აპლიკაციების უმრავლესობა დაკავშირებულია ინტერნეტის მოხმარებასთან, ზოგჯერ იმ მომენტებშიც კი როცა მათ არ ვიყენებთ. მაგალითად, ზოგიერთი აპლიკაცია ახდენს მონაცემებს მიმოცვლას საკუთარ სერვერებთან ე.წ. ფონურ რეჟიმშიც კი (როცა მომხმარებელი ამ აპლიკაციას არ იყენებს).

არსებობს მობილური ტრაფიკის მონიტორინგის რამდენიმე გზა, ამ შემთხვევაში შეგვიძლია განვიხილოთ აპლიკაცია GlassWire, რომელიც მუშაობს Android ოპერაციულ სისტემაზე მყოფ მოწყობილობებზე. აპლიკაციის მეშვეობით შესაძლებელია ყველა სხვა აპლიკაციის ქსელური ტრაფიკის მონიტორინგი. შესაძლებელია იმის შემოწმება გამოიყენება თუ არა ინტერნეტი ამ მომენტისთვის “ზედმეტი” აპლიკაციების მეშვეობით და რა ოდენობით.

ამასთან ერთად აპლიკაციაში შესაძლებელია გრაფიკულად ვნახოთ კონკრეტული აპლიკაციის მიერ მოხმარებული ინტერნეტ ტრაფიკი განსაზღვრულ პერიოდში, მაგალითად ბოლო ერთი თვის განმავლობაში. გარდა ამისა, პროგრამაში შესაძლებელია აპლიკაციებისთვის ინტერნეტ ტრაფიკის მოხმარების სპეციალური ლიმიტის დაწესება, და კონკრეტული აპლიკაცია ვერ გამოიყენებს იმაზე მეტ ინტერნეტს, რაც მომხმარებელმა განსაზღვრა.

GlassWire ის გვერდი Google Play-ში: https://play.google.com/store/apps/details?id=com.glasswire.android

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association