თარიღი
/   ავტორიSCSA

Chrome-ში აღმოჩენილია ყალბი AdBlock და uBlock-ი

 რუბრიკა:  მავნე პროგრამული უზრუნველყოფა
AdBlock ,  Chrome ,  Fake ,  uBlock

კომპანია Google-მა, Chrome-ის მაღაზიიდან ყალბი AdBlock და uBlock აპლიკაციები წაშალა.

18 სექტემბერს, Google-მა მაღაზიაში არსებულ ორ რეკლამების დასაბლოკ აპლიკაციაზე უარი განაცხადა. საქმე იმაშია, რომ რამოდენიმე დღით ადრე კომპანია AdGuard-მა უკვე აღმოაჩინა ყალბი რეკლამის დაბლოკვის აპლიკაციები.  AdGuard-ის დირექტორის ანდრეი მეშკოვის განცხადებით, ყალბი პროგრამების სახელები ძალიან ჰგავს რეალურებს და მომხმარებელი შესაძლოა შეცდომაში შევიდეს. შეგახსენებთ, რომ ნამდვილი აპლიკაციების სახელებია Adblock Plus და uBlock Origin.

The Register-ის ჟურნალისტებისთვის ინტერვიუში, Google-ის თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ ზემოხსენებული ყალბი პროგრამები იყო წაშლილი Google-ის აპლიკაციების მარკეტიდან, მაგრამ მათ ზუსტად არ დაასახელეს წაშლის მიზეზი. ასევე, არ არის ბოლომდე გასაგები თუ რატომ არის შესაძლებელი ძალიან მიმსგავსებული აპლიკაციების დასახელებების მქონე აპლიკაციების არსებობა.

თუმცა, როგოც მეშკოვმა აღნიშნა, რომ საქმე მხოლოდ სახელების მსგავსებაში არ არის. AdBlock და uBlock-ი შეიცავს მავნე კოდს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია cookie stuffing თავდასხმის განხორციელება. ამ თავდასხმის დროს კლიენტისთვის უჩინრად, სეანსში ემატება სპეციალური cookie ფაილები, სხვადასხვა რესურსისგან არაკანონიერად მონაცემების მიღების გზით.

უსაფრთხოების ექსპერტების თქმით, AdBlock და uBlock-ი დაყენების შემდეგ 55 საათი მუშაობენ აბსოლუტურად კორექტულად. ხოლო ამ დროის გასვლის შემდეგ ახორციელებენ მავნე ქმედებებს.

AdGuard-ის ინფორმაცია: https://adguard.com/en/blog/fake-ad-blockers-part-2.html

 ტეგები:  AdBlock ,  Chrome ,  Fake ,  uBlock

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association