თარიღი
/   ავტორიSCSA

Deepfake ვიდეოს შემოწმება

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

ვიდეოს შემოწმება Deepfake-ის არსებობაზე შესაძლებელია ისეთი სერვისის მეშვეობით როგორიცაა მაგალითად deepware.ai.

Deepfake – ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც ხდება რეალურ ვიდეოზე ფოტორეალისტური მონტაჟის გაკეთება და სხვა ადამიანის სახის დადება. ტექნოლოგია თავის მექანიზმში იყენებს ხელოვნურ ინტელექტს. ძალიან ხშირად Deepfake ტექნოლოგია გამოიყენება ბოროტმოქმედების მიერ, მაგალითად ფალსიფიცირებული პორნოგრაფიული რგოლების შესაქმნელად, რომლებშიც გამოიყენება ცნობილი პიროვნებების სახეები, ასევე ეს ტექნოლოგია ფართოდ გამოიყენება ყალბი სიახლეების გავრცელებისთვის. Deepfake-ით შექმნილი ვიდეოს ორიგინალისგან გარჩევა არის საკმაოდ რთული.

ვიდეოს შემოწმება Deepfake-ის არსებობაზე შესაძლებელია ისეთი სერვისის მეშვეობით როგორიცაა მაგალითად deepware.ai. ეს სერვისი აკეთებს ვიდეოში არსებული სახეების ანალიზს და შედეგად გამოჰყავს პროცენტული მაჩვენებელი საიდანაც ჩანს იმის ალბათობა, რომ მოყვანილი ვიდეო არის შექმნილი Deepfake-ის ტექნოლოგიით.

სერვისის მუშაობა შეგვიძლია შევაფასოთ მაგალითად ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ვიდეოზე, რომელიც ზუსტად ამ ტექნოლოგიით იყო შექმნილი. შედეგის თანახმად, ამ ვიდეოში Deepfake ტექნოლოგიის გამოყენება დადგინდა 97% ალბათობით.

ბარაკ ობამას ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=cQ54GDm1eL0

შედეგი: https://deepware.ai/result/653629418f4dd7326855da59d5d11aff640cdda1-1589825622/

 

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association