თარიღი
/   ავტორიSCSA

გაძლიერებული ბუფერი Windows-ზე

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

სასურველი ჩანაწერის შერჩევისას, შესაძლებელია მისი სტანდარტულ ბუფერში დაკოპირება და გამოყენება.

კომპიუტერზე მუშაობის დროს ბევრი ამოცანისთვის არ არის საკმარისი ბუფერში ინფორმაციის მხოლოდ ერთი ერთეულის შენახვა. Windows ოპერაციულ სისტემაში უკვე რეალიზებულია ბუფერის უფრო გაძლიერებული ვერსია, რომელშიც ინახება მეტი ჩანაწერი, მაგრამ ინფორმაცია იკარგება მანქანის გადატვირთვის შემდეგ, რაც ზოგჯერ არ არის კომფორტული.

იმისათვის, რომ ბუფერის ინფორმაცია იყოს შენახული უფრო დიდი მოცულობით და დროით საჭიროა დამატებითი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება. ერთ-ერთი ასეთი პროგრამა არის Clipdiary, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სპეციალური მენიუს გამოძახება სადაც იქნება დაფიქსირებული ბუფერში შენახული ყველა მონაცემი. სასურველი ჩანაწერის შერჩევისას, შესაძლებელია მისი სტანდარტულ ბუფერში დაკოპირება და გამოყენება. პროგრამას შეუძლია 50000-მდე ჩანაწერის შენახვა, თუმცა ლიმიტში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია მომხმარებლის მხრიდანაც. Clipdairy ასევე ბაზაში არსებული ყველა ჩანაწერის წაშლის საშუალებას იძლევა.

 ტეგები:  clipboard ,  clipdiary ,  ბუფერი

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association