თარიღი
/   ავტორიdavit-user

გიორგი ბაღათურია – სპეციალიზაციის კურსი რამდენიმე მიმართულებით დამეხმარა

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

1 – კომპანიის დასახელება და თქვენი ახლანდელი პოზიცია?

ბრიტანულ ქართული აკადემიის და ბრიტანული საერთაშორისო სკოლის კიბერუსაფრთხოების და ქსელის მენეჯერი.ასევე ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი გამოყენებითი უსაფრთხოების და შესავალი კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.
2 – რას გულისხმობს ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის როლი ?

უსაფრთხოების სტანდარტების გატარებას ინფრასტრუქტურაში ფიზიკურ,ქსელურ,სერვერულ და აპლიკაციის დონეზე.

3 – როგორ გაიგეთ სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის შესახებ ?

სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის შესახებ გავიგე, სოციალური ქსელიდან 

4 – რატომ გადაწყვიტეთ მიგეღოთ მონაწილეობა კიბერ სპეციალიზაციაში ?

რადგან კურსი საკმაოდ ინტენსიურია,მოიცავს როგორც თეურიულ ასევე პრაქტიკულ ასპექტებს უსაფრთხოების მიმართულებით,იძლევა ბევრი კუთხიდან უსაფრთხოების დანახვის საშუალებას.

5 – რა როლი ითამაშა სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის სპეციალიზაციამ თქვენს კარიერაზე ?

სპეციალიზაციის კურსის გავლამ, არა მხოლოდ გააღრმავა ცოდნა ჩემთვის სასურველ სფეროში, არამედ მომცა საკუთარი შესაძლებლობების გამოცდის უნიკალური შესაძლებლობაკურსის გავლისას, ხელმძღვანელის რეკომენდაციით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მივიღე შემოთავაზება. გადაწყვეტილების მიღებისას, ჩემი თანხმობის მთავარ მოტივატორს სიახლის განცდა და გამოწვევის დაძლევა წარმოადგენდა.
დარწმუნებული ვარ, რომ კიბერ უსაფრთხოების სპეციალიზაციის კურსზე მიღებული განათლება და გამოცდილება საუკეთესო გზამკვლევი იქნება ჩემი და სტუდენტების მომავლისთვის.

6 – კიბერუსაფრთხოების რა მიმართულებას გამოყოფდით როგორც თქვენთვის უფრო საინტერესოს?

კიბერუსაფრთხოებაში ზუსტად ის მაინტერესებს რომ სხვადასხვა სისტემებთან გიწევს შეხება და გააზრება მათი მუშაობის პრინციპების მათი სისუსტეების და ძლიერი მხარეების, და შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება ორგანიზაციაში არსებული მოთხოვნებიდან გამომდინარე.

7 – როგორ ხედავთ თქვენს თავს ამ მიმართულებით ახლო მომავალში?

ვაპირებ  კიბერუსაფრთხოებაში ცოდნის გაღრმავებას და პრაქტიკის მიღებას.ასევე ძალიან დამაინტერესა კრიპტოგრაფიამ და მაქვს სურვილი განვითარდე ამ მიმართულებით მომავალში.

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

სისტემის უსაფრთხოების აუდიტი

თქვენი IT სისტემების მთლიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაცია (SCSA) გთავაზობთ სისტემის უსაფრთხოების აუდიტს, რათა უზრუნველყოს თქვენი სისტემის ყოვლისმომცველი შეფასება. შეღწევადობის ტესტისგან განსხვავებით, რომელიც ფოკუსირებულია დაუცველობის გამოყენებაზე, უსაფრთხოების აუდიტი უფრო ფართო მიდგომას წარმოადგენს.

SCSA-ს უსაფრთხოების პროფესიონალები ზედმიწევნით შეისწავლიან თქვენს სისტემებს, პოლიტიკებს და პროცედურებს. ისინი განიხილავენ წვდომის კონტროლს, მონაცემთა უსაფრთხოების პრაქტიკას, ქსელის კონფიგურაციას და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკის დაცვას. ეს სიღრმისეული ანალიზი გვეხმარება სისუსტეების და სფეროების, იდენტიფიცირებაში, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ თავდამსხმელებმა და სადაც შესაბამისობის რეგულაციები შესაძლოა სრულად არ იყოს დაცული.

აუდიტის შემდეგ, SCSA წარუდგენს დეტალურ ანგარიშს, სადაც აღწერილი იქნება უსაფრთხოების ხარვეზები, პოტენციური რისკები და რეკომენდებული გაუმჯობესებები. ეს საშუალებას გაძლევთ პრიორიტეტულად დაგეგმოთ მოქმედებები თქვენი სისტემების გასაძლიერებლად და შექმნათ უფრო ძლიერი უსაფრთხოების სისტემა. აუდიტის დროს გამოვლენილი დაუცველობის და ნაკლოვანებების პროაქტიული მოგვარებით, თქვენ შეგიძლიათ მნიშვნელოვნად შეამციროთ მონაცემთა დარღვევისა და კიბერშეტევების რისკი.

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association