თარიღი
/   ავტორიSCSA

Google-ზე გაკეთდა 2TB/წმ სიმძლავრის DDoS თავდასხმა

 რუბრიკა:  თავდასხმები

ბოლო კვირაში მომხდარ პაუზას Google-ის სერვისების მუშაობაში, ამ ეტაპისთვის ოფიციალური ინფორმაცია მონაცემების გაჟონვასთან ან სხვა დანაკარგებთან არ დაფიქსირებულა.

კვირის დასაწყისში Google Cloud-მა გააკეთა განცხადება მანამდე უცნობ DDoS თავდასხმაზე, რომელიც მანამდე ცნობილი არ იყო. კორპორაციის წარმომადგენლების თქმით ეს თავდასხმა იყო მომზადების რეჟიმში ჯერ კიდევ 2017 წლიდან, და მისი მაქსიმალური სიმძლავრე აღწევდა 2,54TB/წამში, რაც ამ თავდასხმას ხდის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერად ისტორიაში.

მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ თავდასხმა იყო მზადების პროცესში დაახლოებით 6 თვის განმავლობაში და ბოროტმოქმედები იყენებდნენ სხვადასხვა ტიპის თავდასხმის მეთოდებს, ტექნო გიგანტის ინფრასტრუქტურის მუშაობის შეფერხებისთვის. ექსპერტების მიერ კონკრეტული სერვისების ჩამონათვალი არ იყო მოყვანილი.

რაც შეეხება ბოლო კვირაში მომხდარ შეფერხებას Google-ის სერვისების მუშაობაში, ამ ეტაპისთვის ოფიციალური ინფორმაცია მონაცემების გაჟონვასთან ან სხვა დანაკარგებთან არ დაფიქსირებულა. თუმცა მომხდარი ინცინდენტის შემდეგომ გაკეთდა გაფრთხილებები რამდენიმე უსაფრთხოების ექსპერტის მხრიდან, კონკრეტულად კი Will Geddes-მა TalkRadio-სთან საუბრისას განაცხადა, რომ Google შესაძლოა გამხდარიყო ჰაკერების მსხვერპლი. სპეციალისტის თქმით პოტენციური თავდასხმის შედეგად ჰაკერებისთვის შესაძლებელი გახდა მომხმარებლების პირადი მონაცემების მიღება. ექსპერტის თქმით, თავდასხმა ტექნო გიგანტზე შესაძლოა ყოფილიყო დაგეგმილი სპეც სტრუქტურების მიერ.

აღსანიშნავია, რომ დღეისთვის Google-ის მხრიდან თავდასხმის შესახებ განაცხადი გაკეთებული არ არის.

 

 ტეგები:  DDoS ,  Google ,  თავდასხმა

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association