თარიღი
/   ავტორიSCSA

Google-მა დაბლოკა Linux-ის პოპულარული ბრაუზერები

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

Konqueror, Falkon და Qutebrowser ვერ იქნება გამოყენებული Google-ის სერვისებში ავტორიზაციისთვის. 

Linux -ის ისეთი პოპულარული ბრაუზერები როგორიცაა Konqueror, Falkon და Qutebrowser ვეღარ იქნება გამოყენებული Google-ის სერვისებში ავტორიზაციისთვის, რადგან არ არიან სათანადოდ უსაფრთხო. 

რამდენი ხნის წინ მოხდა ზემოაღნიშნული ბრაუზერების კორპორაციის მიერ ბლოკირება, ცნობილი არ არის, მაგრამ სტატია ამის შესახებ გაჩნდა Reddit -ის ფორუმზე ახლახანს. 

Google-ის სერვისებში Konqueror და Falkon ბრაუზერის მეშვეობით ავტორიზაციის დროს, სისტემა მომხმარებელს მისცემს შეტყობინებას, იმის შესახებ, რომ გამოყენებული ბრაუზერი არ არის სათანადოდ დაცული და არ არის რეკომენდირებული Google-ის და სხვა ორგანიზაციების სერვისების გამოყენებისთვის. 

შეტყობინებაში არის “Learn more” ღილაკი. ამ ღილაკზე დაჭერისას მომხმარებელი აღმოჩნდება Google-ის ტექ. მხარდაჭერის გვერდზე, რომელზეც მოყვანილია ბრაუზერის დაბლოკვის შესაძლებელი გამომწვევები

  • ბრაუზერს არ გააჩნია JavaScript – ის მხარდაჭერა, ან ბრაუზერში გათიშულია JavaScript;
  • ბრაუზერში გამოიყენება დაუცველი დამატება (Extension);
  • ბრაუზერში გამოიყენება ავტომატური ტესტირების ფრეიმვორი;
  • ბრაუზერი ჩაშენებულია სხვა აპლიკაციაში;

ბოლო განცხადებით, ზოგი ერთი მომხმარებელი გადის ავტორიზაციას Falkon-ის ბრაუზერით რაც ბლოკირების ფაქტს ხდის კიდევ უფრო საეჭვოს. თვითონ Google-ს მიერ ამ ეტაპისთვის კომენტარი გაკეთებული არ არის. 

 

 ტეგები:  Google ,  Linux ,  ბლოკირება

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

სისტემის უსაფრთხოების აუდიტი

თქვენი IT სისტემების მთლიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაცია (SCSA) გთავაზობთ სისტემის უსაფრთხოების აუდიტს, რათა უზრუნველყოს თქვენი სისტემის ყოვლისმომცველი შეფასება. შეღწევადობის ტესტისგან განსხვავებით, რომელიც ფოკუსირებულია დაუცველობის გამოყენებაზე, უსაფრთხოების აუდიტი უფრო ფართო მიდგომას წარმოადგენს.

SCSA-ს უსაფრთხოების პროფესიონალები ზედმიწევნით შეისწავლიან თქვენს სისტემებს, პოლიტიკებს და პროცედურებს. ისინი განიხილავენ წვდომის კონტროლს, მონაცემთა უსაფრთხოების პრაქტიკას, ქსელის კონფიგურაციას და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკის დაცვას. ეს სიღრმისეული ანალიზი გვეხმარება სისუსტეების და სფეროების, იდენტიფიცირებაში, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ თავდამსხმელებმა და სადაც შესაბამისობის რეგულაციები შესაძლოა სრულად არ იყოს დაცული.

აუდიტის შემდეგ, SCSA წარუდგენს დეტალურ ანგარიშს, სადაც აღწერილი იქნება უსაფრთხოების ხარვეზები, პოტენციური რისკები და რეკომენდებული გაუმჯობესებები. ეს საშუალებას გაძლევთ პრიორიტეტულად დაგეგმოთ მოქმედებები თქვენი სისტემების გასაძლიერებლად და შექმნათ უფრო ძლიერი უსაფრთხოების სისტემა. აუდიტის დროს გამოვლენილი დაუცველობის და ნაკლოვანებების პროაქტიული მოგვარებით, თქვენ შეგიძლიათ მნიშვნელოვნად შეამციროთ მონაცემთა დარღვევისა და კიბერშეტევების რისკი.

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association