თარიღი
/   ავტორიSCSA

ჰაკერებმა გატეხეს Facebook-ის ოფიციალური Twitter და Instagram პროფილები

 რუბრიკა:  თავდასხმები ,  სოციალური ქსელები

Facebook-მა ოფიციალურად დაადასტურა სოციალური ქსელების პროფილების ჰაკერების მიერ გატეხვა

გუშინ, 8 თებერვალს, პოპულარული სოციალური ქსელის ოფიციალური პროფილები სხვა სოც. ქსელებში (კერძოდ Twitter და Instagram) იყო გატეხილი ჰაკერების მიერ. ბოროტმოქმედებმა გამოაქვეყნეს Facebook – ის ოფიციალურ Twitter ექაუნტზე შემდეგი შეტყობინება – “Hi, we are OurMine. Well, even Facebook is hackable but at least their security better than Twitter.”

მოგვიანებით Facebook-მა ოფიციალურად დაადასტურა ჰაკერების მიერ სოციალური ქსელების პროფილების გატეხვა. ინფორმაცია ამის შესახებ გამოქვეყნდა თვითონ Facebook-ის წარმომადგენლების მიერ Twitter-ზე:

ამასთან ერთად, ჰაკერებმა გამოაქვეყნეს OurMine – ის ლოგოტიპები Facebook – ის ოფიციალურ Instagram პროფილში. მოგვიანებით ჩანაწერები წაიშალა და პროფილის მონაცემები იქნა აღდგენილი.

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association