თარიღი
/   ავტორიSCSA

Instagram-ი არ შლის ფოტოებს და შეტყობინებებს

 რუბრიკა:  სოციალური ქსელები

Instagram-იდან გადმოწერილ ფაილებში აღმოაჩინდა ძველი წაშლილი სურათები და შეტყობინებები.

როცა ვშლით ფოტოსა ან ტექსტურ შეტყობინებას Instagram-იდან, გვგონია, რომ ეს კონტენტი სამუდამოდ გაქრება. მაგრამ რეალურად ასე არ არის. ჯერ კიდევ 2018 წელს Instagram-ზე გამოჩნდა მთელი კონტენტის შენახვის ფუნქცია, მათ შორის ფოტო და ვიდეო მასალის, შეტყობინებების და კომენტარების.

უსაფრთხოების მკვლევარმა Saugat Pokharel-მა Instagram-იდან გადმოწერილ ფაილებში აღმოაჩინა საკუთარი ძველი წაშლილი სურათები და შეტყობინებები. ამავდროულად Instagram-ი არწმუნებს მომხმარებლებს, რომ წაშლილი ინფორმაცია ინახება მხოლოდ 90 დღის მანძილზე და ამ ვადის ამოწურვის შემდეგ წაშლილი კონტენტის დაბრუნება შეუძლებელია.

პრობლემის აღმოჩენის შემდეგ უსაფრთხოების მკვლევარმა მიმართა სოციალური ქსელის მხარდაჭერას, რაზეც მიიღო პასუხი, რომ სისტემაში იყო “ბაგი”, რომლის გამოც ძველი წაშლილი ინფორმაცია აღმოჩნდა შენახულ კონტენტში. Instagram – ის განცხადებით ეს “ბაგი” უკვე გასწორებულია და მომხმარებლები აღარ მიიღებენ მსგავს შეცდომას. იმ მომხმარებლების რაოდენობა, რომლებსაც შეეხო ზემოაღნიშნული “ბაგი” ამ ეტაპისთვის ცნობილი არ არის.

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association