თარიღი
/   ავტორიSCSA

iPhone-ის დაჰაკვა ყველაზე პოპულარული საძიებო მოთხოვნაა

საძიებო სისტემების მომხმარებლები ყველაზე ხშირად ეძებენ iPhone და Instagram – ის დაჰაკვის მეთოდებს. 

დიდი ბრიტანეთის კულტურის საზოგადოების თვალსაზრისით სმარტფონები დღეისთვის არის ყველაზე პოპულარული სამიზნე ჰაკერებისთვის. ამასთან დაკავშირებით გუნდმა Case24.com – დან, რომელიც დაკავებულია სმარტფონების ჩასადებების წარმოებით, განახორციელა კვლევა იმის შესახებ თუ რომელი სმარტფონი არის ჰაკერებისთვის ყველაზე ხშირი სამიზნე. სტატისტიკურად დადგინა, რომ ყველაზე დიდი პოპულარულობით სარგებლობს Apple iPhone-ი. 

iPhone-ის გატეხვასთან დაკავშირებული მოთხოვნები საძიებო სისტემებში ხორციელდება 167-ჯერ უფრო ხშირად ვიდრე სხვა სმარტფონებზე. კვლევა ხორციელდებოდა Google საძიებო მასივების ანალიზის გზით – აცხადებს hakin9.org. სპეციალისტებს აინტერესებდა რამდენად ხშირად ხორციელდება საძიებო მოთხოვნები Apple-ის სმარტფონების გატეხვასთან დაკავშირებით. 

ერთი თვის მანძილზე დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილია 10 040 საძიებო მოთხოვნა iPhone-ის გატეხვის მეთოდების შესახებ. მისი კონკურენტი არის Samsung 700 მოთხოვნით, ხოლო მესამე ადგილს Huawei-ის სმარტფონია, თვეში 200 მოთხოვნით. 

რაც შეეხება აპლიკაციებს, დიდ ბრიტანეთში ყველაზე ხშირი მოთხოვნა Google-ში არის Instagram – ის გატეხვის შესახებ (12 410  მოთხოვნა). მეორე ადგილი დაიკავა Snapchat – მა 7380 მოთხოვნით და WhatsApp- მა 7100 მოთხოვნით.  

 ტეგები:  hack ,  iPhone ,  გატეხვა

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association