თარიღი
/   ავტორიSCSA

IT თანამშრომლებმა ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტი დააინფიცირეს

 რუბრიკა:  მავნე პროგრამული უზრუნველყოფა

დისპლეის შეერთების დროს, IT სპეციალისტებმა დააინფიცირეს NYPD –ის ქსელი მავნე პროგრამული უზრუნველყოფით.

IT კომპანია, რომელიც ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტს ემსახურება  (New York Police Department, NYPD), ინფიცირებული მინი კომპიუტერის მეშვეობით რამოდენიმე საათით მაღალტექნოლოგიური ბაზა გათიშა.  New York Post-ის განცხადებით, წინა წლის 5 ოქტომბერს ნიუ-იორკის პოლიციის აკადემიაში ციფრული დისპლეის დაყანებით IT კომპანიამ დააინფიცირა დეპარტამენტის მთელი ქსელი. შედეგად, მავნებელი პროგრამა გავრცელდა 23 კომპიუტერზე, რომელიც იყო დაკავშირებული თითების ანაბეჭდების სკანირების სისტემასთან LiveScan.

შემთხვევა იყო აღმოჩენილი NYPD – ის თანამშრომლების მიერ რამოდენიმე საათი განმავლობაში. თანამშრომლებმა დაუყონებლივ განახორციელეს მონაცემების გადაცემა შესაბამის კიბერ დანაშაულების განყოფილებაში.

ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ეს პროგრამა წარმოადგენდა გამომძალველი პროგრამული უზრუნველყოფის ერთ-ერთ მაგალითს. მიუხედავად იმისა, რომ მავნე სკრიპტი იმყოფებოდა გამორთულ მდგომარეობაში, NYPD – ს თანამშრომლებმა დაზღვევის მიზნით გამორთეს თითების ანაბეჭდების სკანირების პროგრამა.

დეპარტამენტის წარმომადგენლების თქმით, ინციდენტი შეეხო კომპიუტერების საერთო რაოდენობის მხოლოდ 0.1 % და  სისტემა სრულიად იყო აღდგენილი მეორე დღესვე.

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association