თარიღი
/   ავტორიSCSA

კიბერ ბანაკის მორიგი ნაკადი წარმატებით დასრულებულია

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები ,  წარმატების ისტორია

სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის მიერ ორგანიზებული კიბერ უსაფრთხოების ბანაკის მორიგი ნაკადი წარმატებით დასრულდა. 

კიბერ უსაფრთხოების ბანაკი “ეთიკური ჰაკერი” სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის ერთ-ერთი პირველი მასშტაბური სასწავლო პროექტია, რომლის პირველი ნაკადები იყო ჩატარებული ჯერ კიდევ 2018 წელს. ამ დროის განმავლობაში სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის მიერ იყო ორგანიზებული მრავალი ნაკადი, როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის პერიოდში.

კიბერ უსაფრთხოების ბანაკი გამოირჩევა თავისი უნიკალური მიდგომით სწავლისადმი. 8 დღის განმავლობაში ბანაკის მონაწილეების სწავლობენ კიბერ უსაფრთხოების და ჰაკინგის ძირითად მიმართულებებს, ასრულებენ მრავალ პრაქტიკულ დავალებას და იცნობენ ახალ მიმართულებებს და თემებს. მთელი საბანაკე პროგრამა მიმდინარეობს მეგობრულ და თბილ გარემოში. პროგრამაში არის გათვალისწინებული ფიზიკური აქტივობები და თამაშები, რაც ბანაკსკიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის.

წლევანდელი ივნისის ნაკადიც არ იყო გამონაკლისი. მონაწილეები საკმაოდ აქტიურად ჩაერთნენ სწავლების პროცესში და ბანაკის მთავარი მოვლენა – ჰაკათონიც ჩატარდა მაღალ დონეზე. პროგრამის ფარგლებში იყო ჩატარებული ორი შეჯიბრი – ერთი კიბერუსაფრთხოებაში, ხოლო მეორე დიზაინში.

შეჯიბრის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული მონაწილეები:

ჰაკათონიში გამარჯვებულები:

  • ანდრეა გაბრიჭიზე – პირველი ადგილი;
  • ნიკოლოზ პაპავა – მეორე ადგილი;

დიზაინის შეჯიბრის გამარჯვებული:

  • ნუცა ცირეკიძე – პირველი ადგილი;

გარდა ამისა, ბანაკის ფარგლებში იყო გადაცემული ორი ჯილდო:

  • ყველაზე აქტიური მონაწილე – დავით ხაჩიური;
  • ყველაზე კრეატიული მონაწილე – კატერინა მჭედლიშვილი;

გამარჯვებულებმა მიიღეს შესაბამისი სერტიფიკატები სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციისგან და სამახსოვრო პრიზები სპონსორებისგან. კიბერ ბანაკის ყველა მონაწილემ მიიღო შესაბამისი სერტიფიკატი.

პროექტის პარტნიორები: Integra, Fortinet;

აგრეთვე, მოგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს დაგეგმილია ბანაკის მეორე ნაკადიც, რომელიც ჩატარდება აგვისტოში. მიღება უკვე დაწყებულია, დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ იხილოთ დეტალები და გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე:

საერთაშორისო კიბერ ბანაკი

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association